სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მოჭიდავეთა 2 ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს

თარიღი: 2017 აგვისტო 22



წარმატებული გამოდგა პარიზში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 4 წონითი კატეგორიიდან 2 მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები რობერტ კობლიაშვილმა (85) და რევაზ ნადარეიშვილმა (98) მოიპოვეს.

კობლიაშვილმა პარიზში გამოსვლა ავსტრიელი ამერ ჰრუსტანოვიჩის ძლევით (2:1) დაიწყო. შემდეგ პოლონელ ტადეუშ მიხალიკს იოლად (4:0) მოუგო, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან - თურქ მეტეჰან ბაშართან წააგო (1:4). ამ უკანასკნელმა რუსეთის ნაკრების ქართველი წევრი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძეც ჩამოიშორა და ფინალში გავიდა, კობლიაშვილი კი დამამშვიდებელ წრეში გადაერტო სადაც ბულგარელ ნიკოლაი ბაირიაკოვს სძლია (2:1), ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით ჩაკვეტაძე ნახევარფინალში მიღებული ტრამვის გამო აღარ გამოცხადდა და კობლიაშვილიც მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ნადარეიშვილი საქმეში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და ჩეხეთის ნაკრების წევრ არტურ ომაროვს აჯობა (5:3), თუმცა პირველი შეხვედრაში წარბი გაიხეთქა, მომდევნო შეხვედრაში სამხრეთკორეელ ჰაკბონ გუს სძლია (4:2), მეოთხედფინალში კი სომხების ოლიმპიურ ჩემპიონ არტურ ალექსანიანთან შეხვედრაში ახლოს იყო გამარჯვებასთან თუმცა ბოლო წამებზე გაშვებული გდების გამო 2-6 დათმო შეხვედრა. ნადარეიშვილმა კი ბრინჯაოს გზაზე ჯერ ირანელ სეიდმუსტაფა სალეჰიზადეჰს აჯობა (4:4), ხოლო შემდეგ უზბეკი რუსტამ ასაკალოვი დაამარცხა (3:1).



დღესვე, ხალიჩაზე საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში შმაგი ბოლქვაძე (71 კგ) და მინდია წულუკიძე (75 კგ) ჩაებნენ, თუმცა მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) ამჯერად ახალ წონით კატეგორიაში 71 კგ მოსინჯა ძალა. პირველივე შეხვედრაში ირანელ მოჰამადალი გარაეისთან მინიმალური ანგარიშით (2:3) დამარცხდა.

მინდია წულუკიძე (75 კგ) მსოფლიო ჩემპიონატი ინდოელი სინგხ გურპრეტის ძლევით (5:1) გახსნა. შემდეგ, ამერიკელი მეისონ ტაილერ მანვილი (4:2) და ფრანგი სემი სლამა (10:3) ჩამოიშორა. მეოთხედფინალში კი ბელარუს კაზბეკ კილოუსთან ვეღარას გახდა (2:9) და თუმცა ბელარუსი ნახევარფინალში დამარცხდა და ჩვენებურიც გამოეთიშა ასპარეზობას.

22 აგვისტოს მედლები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარჩენილ ოთხ წონაში: 59, 66, 80 და 130 კატეგორიებში გათამაშდება, საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი ხალიჩაზე ლაშა მარიამიძე (59 კგ), გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (80 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) გავლენ.



www.wrestling.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დასრულებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 7 მედალი მოიპოვეს - 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 11
9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 08
9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის N5) სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართება.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აგვისტო 31
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მცხეთაში, რესტორან ქართული ღვინის პალატაში მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს შეხვდა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აგვისტო 29
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ორი ოქროს მედლით დაასრულა: მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზურაბ იაკობიშვილმა (65კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125კგ) მოიგეს!