სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თავისუფალი ჭიდაობა: მსოფლიოს ორი ქართველი ჩემპიონი ჰყავს!

თარიღი: 2017 აგვისტო 29


მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ზურაბ იაკობიშვილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ორი ოქროს მედლით დაასრულა: მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზურაბ იაკობიშვილმა (65კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125კგ) მოიგეს!

ჩვენმა სპორტსმენებმა საქართველოს სახელით პირველად მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი! ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალ წონაში - 61კგ - ბრინჯაო მოიპოვა. მესამე ადგილისთვის იჭიდავეს ზურაბ ერბოწონაშვილმა (70კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ), თუმცა მედლის მოპოვება ვერ მოახერხეს და ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულეს.

25 წლის ზურაბ იაკობიშვილი პირველად ასპარეზობდა მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდ ტურნირზე მისი დებიუტი შარშან, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე შედგა, ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე კი მან ბრინჯაო მოიპოვა. და აი, ახლა მსოფლიოს ოქრო!

ფინალში ზურაბმა პოლონეთის სახელით მოჭიდავე დაღესტნელი მაგომედმურად გაჯიევი დაამარცხა, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიისას ჩემპიონთან ფოტოს გადაღება არ ისურვა. ისევე, როგორც იაკობიშვილისგან ძლეულმა ბრინჯაოს პრიზიორმა, რუსმა ალან გოგაევმა...

პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილიც, რომელმაც დიდ ტურნირებზე კარიერაში მეორე ოქრო მოიგო. შარშან, ლატვიის დედაქალაქ რიგაში პეტრიაშვილმა ევროპის უძლიერესი ფალავნის სახელი მოიპოვა.

პარიზული ოქრო ქართველი მძიმეწონოსნის კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებული მესამე მედალია. 2013 წელს ბუდაპეშტში, ორი წლის წინ კი ლას ვეგასში პეტრიაშვილი მესამე იყო.

ფინალურ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა უძლეველად შერაცხული თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა - 10:8! მეტოქე უძლიერესი რომ იყო, ამას მისი ტიტულებიც მოწმობს: ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის, ევროპის ოთხგზის, ევროპის პირველი თამაშების და უნივერსიადის ჩემპიონი! აკგულმა, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული (მათ შორის 2013 წელს თბილისში), მეოთხე მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე: ორი ოქროს გარდა მის აქტივშია ბრინჯაო და ახლა უკვე ვერცხლიც.

საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიდან ბექა ლომთაძე (57კგ) და ჯუმბერ ყველაშვილი (74კგ) პირველივე წრეში დამარცხდნენ, დავით ხუციშვილმა (86კგ) კი მხოლოდ პირველი პაექრობა მოიგო.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დასრულებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 7 მედალი მოიპოვეს - 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 11
9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 08
9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის N5) სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართება.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აგვისტო 31
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მცხეთაში, რესტორან ქართული ღვინის პალატაში მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს შეხვდა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აგვისტო 22
წარმატებული გამოდგა პარიზში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 4 წონითი კატეგორიიდან 2 მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები რობერტ კობლიაშვილმა (85) და რევაზ ნადარეიშვილმა (98) მოიპოვეს.