სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭიდაობა: მინისტრი მსოფლიოს ჩემპიონებს და პრიზიორებს შეხვდა

თარიღი: 2017 აგვისტო 31

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მცხეთაში, რესტორან ქართული ღვინის პალატაში მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს შეხვდა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო პირველობა გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა: თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ზურაბ იაკობიშვილი (65კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61კგ), ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა (85კგ) და მისმა თანაგუნდელმა რევაზ ნადარეიშვილმა (98კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, საქართველომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო პირველობაზე 2 ოქროს მედალი მოიგო!

25 წლის ზურაბ იაკობიშვილი პირველად ასპარეზობდა მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდ ტურნირზე მისი დებიუტი შარშან, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე შედგა, ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე კი მან ბრინჯაო მოიპოვა. და აი, ახლა მსოფლიოს ოქრო! ფინალში ზურაბმა პოლონეთის სახელით მოჭიდავე დაღესტნელი მაგომედმურად გაჯიევი დაამარცხა, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიისას ჩემპიონთან ფოტოს გადაღება არ ისურვა. ისევე, როგორც იაკობიშვილისგან ძლეულმა ბრინჯაოს პრიზიორმა, რუსმა ალან გოგაევმა...

პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილიც, რომელმაც დიდ ტურნირებზე კარიერაში მეორე ოქრო მოიგო. შარშან, ლატვიის დედაქალაქ რიგაში პეტრიაშვილმა ევროპის უძლიერესი ფალავნის სახელი მოიპოვა.

პარიზული ოქრო ქართველი მძიმეწონოსნის კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებული მესამე მედალია. 2013 წელს ბუდაპეშტში, ორი წლის წინ კი ლას ვეგასში პეტრიაშვილი მესამე იყო. ფინალურ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა უძლეველად შერაცხული თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა - 10:8! მეტოქე უძლიერესი რომ იყო, ამას მისი ტიტულებიც მოწმობს: ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის, ევროპის ოთხგზის, ევროპის პირველი თამაშების და უნივერსიადის ჩემპიონი.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 11
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ჭიდაობის ახალი დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 07
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს ახალი წიგნი მიუძღვნა - „ჭიდაობის პროფესორი". წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 27
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა წარმატებით იასპარეზეს.  
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 23
მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს