სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალურ ტურნირზე ქართველმა სამბისტებმა 20 მედალი მოიპოვეს

თარიღი: 2017 სექტემბერი 11



9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა.

საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა 12 ქვეყნის (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუმინეთი, მოლდოვა, კვიპროსი, საბერძნეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსი და საქართველო) 200-მდე სპორტსმენმა მიიღო 9 წონით კატეგორიაში.

ქართველმა სამბისტებმა ჯამში 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.



ტურნირზე 9 სექტემბერს მედლებისთვის 52, 62, 74, 90 და +100 კატეგორიის სპორტსმენებმა იბრძოლეს, 10 სექტემბერს კი 57, 68, 82, და 100 კატეგორიის სამბისტებმა. ტურნირის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რომელმაც სამბოს ფეედრაციის პრეზიდენტ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

2012 წელს ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი უკვე მესამედ გაიმართა. სამბოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ტურნირს A კატეგორიის სტატუსი მიენიჭება.



არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი სამბოში
ძიუდოს აკადემია, 9-10 სექტემბერი


52 კგ.
1. ამურ ჩადინი(რუსეთი)
2. გივი ნადარეიშვილი(საქართველო)
3. გიორგი მირუაშვილი(საქართველო)
3. დიმიტრი მულაძე(საქართველო)

57 კგ.
1. გენადი ჩირგაძე (საქართველო)
2. ირაკლი კუპატაძე  (საქართველო)
3. ალექსი ფედოროვი (რუსეთი)
3. გიორგი მხითარიანი(სომხეთი)

62 კგ.
1. თორნიკე ჭოველიძე(საქართველო)
2. ვაე ტუტხალიანი(ბელარუსი)
3. პაატა მერებაშვილი(საქართველო)
3. საბა გრიგალაშვილი(საქართველო)

68 კგ.
1. მინდია ლილუაშვილი(საქართველო)
2. გიორგი მარკარიანი (რუსეთი)
3. ზვიად ოდოშაშვილი ი(საქართველო)
3. გიორგი შემაზაშვილი (რუსეთი)

74 კგ.
1. ალექსი სარაიკინი(რუსეთი)
2. სტანისლავ სკრიაბინი(რუსეთი)
3. მაქსიმ იუდინი(რუსეთი)
3. ზვიად კაპანაძე(საქართველო)

82 კგ.

1. ზაურ გაგნიძე (საქართველო)
2. ვალი კურჟევი (რუსეთი)
3. ბექა ბერულავა (საქართველო)
3. ნიკო კუცია (საქართველო)

90 კგ.
1. თორნიკე ჯუღელი(საქართველო)
2. რომან ეგოროვი(რუსეთი)
3. ალექსი სტეპანკოვი(ბელარუსი)
3. ბექა მიქუტიშვილი(საქართველო)

100 კგ.
1. დათო ლორიაშვილი (საქართველო)
2. გიორგი კობაიძე (საქართველო)
3. ანდრეი ბალაბანი(უკრაინა)
3. დათო ოზბეთელაშვილი (საქართველო)

+100 კგ.

1. იური რიბაკი(ბელარუსი)
2. გიორგი ზაქარიაძე(საქართველო)
3. ჯამალ მგოევი(რუსეთი)
3. ალექსი ტუნაკოვი(რუსეთი)



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 11
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ჭიდაობის ახალი დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 07
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს ახალი წიგნი მიუძღვნა - „ჭიდაობის პროფესორი". წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 27
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა წარმატებით იასპარეზეს.  
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 23
მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს