სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 9 მედალი სომხეთიდან

თარიღი: 2017 ოქტომბერი 09

7-8 ოქტომბერს, სომხურმა ვანაძორმა "სტეპან სარგსიანის თასის" რიგით 22-ე საერთაშისო გათამაშებას უმასპიძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები კონსტანტინე ხაბალაშვილმა (70 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილები კი შალვა ხუციშვილმა (61 კგ), ომარ გურჯიძემ, ლევან ქელეხსაშვილმა (ორივე 70 კგ), გიორგი ლობჟანიძემ (74 კგ), დავით ხუციშვილმა და ნიკა კენჭაძემ (ორივე 86 კგ) დაიკავეს.

სარგსიანის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი UWW-ს ეგიდით გაიმართა და მასში მონაწილეობა რუსეთის, ირანის, უკრაინის, ბულგარეთის, საქართველოს და სომხეთის გუნდებმა მიიღებს. საქართველოს ნაკრებმა სომხეთში მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, ლიდერების გარეშე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა - ტურნირში ახალგაზრდა ფალავნებმაც მიიღეს მონაწილეობა და ნაკრებისათვის მედლების მოტანაც შეძლეს.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 11
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ჭიდაობის ახალი დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 07
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს ახალი წიგნი მიუძღვნა - „ჭიდაობის პროფესორი". წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 27
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა წარმატებით იასპარეზეს.  
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 23
მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს