სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

შმაგი ბოლქვაძე U23 მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

თარიღი: 2017 ნოემბერი 23



21-22 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერნძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა დიდი წარმატებით დაასრულა ასპარეზობა, ქართველმა მოჭიდავეებმა  1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმეს.

მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა ყველას აჯობა და 51 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 50 ქულით, მესამეზე თურქეთი 42.

გუნდური პირველი ადგილისათვის განკუთვნილი თასი კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ ჩაიბარა.

მწვრთნელები: ჯემალ ბაკურიძე, ზაზა ჯიბლაძე და ვლადიმერ გეგეშიძე.



http://www.wrestling.ge/

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 11
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ჭიდაობის ახალი დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 07
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს ახალი წიგნი მიუძღვნა - „ჭიდაობის პროფესორი". წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 27
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა წარმატებით იასპარეზეს.  
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
7-8 ოქტომბერს, სომხურმა ვანაძორმა "სტეპან სარგსიანის თასის" რიგით 22-ე საერთაშისო გათამაშებას უმასპიძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა.