სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

23-წლამდელ მოჭიდავეთა წარმატება მსოფლიოს პირველობაზე

თარიღი: 2017 ნოემბერი 27

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე კი 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილია.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მედლები მოუტანეს - გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), ვინც ოქროს მედლის მფლობელი გახდა და  მირზა სხულუხიამ (70 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და ირაკლი მწითურმა (86 კგ), რომლებიც ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ბერძნულ-რომაულ ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ვერცხლის მედალოსნები კი ლაშა გობაძე (80 კგ), ზვიად პატარიძე (130 კგ) და გელა ბოლქვაძე (75 კგ).

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 11
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ჭიდაობის ახალი დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 07
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს ახალი წიგნი მიუძღვნა - „ჭიდაობის პროფესორი". წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 23
მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
7-8 ოქტომბერს, სომხურმა ვანაძორმა "სტეპან სარგსიანის თასის" რიგით 22-ე საერთაშისო გათამაშებას უმასპიძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა.