სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

წიგნის პრეზენტაცია: „ჭიდაობის პროფესორი“

თარიღი: 2017 დეკემბერი 07


საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს ახალი წიგნი მიუძღვნა - „ჭიდაობის პროფესორი". წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ვახტანგ ბალავაძე პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში. მან ეს ტიტული ორჯერ მოიგო. ამას გარდა ხუთჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მოიგო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი და მრავალი საერთაშორისო ტურნირი. ამას გარდა მან დიდ წარმატებას მიაღწია სამწვრთნელო ასპარეზზეც. ათწლეულებია თბილისი მისი სახელობის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.

წიგნის ავტორი ვახტანგ ბალავაძის შვილი, სპორტული ჟურნალისტი თამარ ბალავაძეა, რედაქტორი კი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

ღონისძიების დასაწყისში შეკრებილმა საზოგადოებამ ვახტანგ ბალავაძისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იხილა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, ბატონი ვახტანგის ოჯახის წევრებო, ვეტერანებო, ჭიდაობის გულშემატკივრებო! მიხარია, რომ ლეგენდარულ სპორტსმენებს ასეთი ლამაზი გამოცემებით ვაფასებთ. ბატონი ვახტანგი ნამდვილად ქართული სპორტის ვარსკვლავია და მართლაც რომ აუცილებელი იყო მის შესახებ ასეთი კარგი წიგნის გამოცემა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა.

ვახტანგ ბალავაძე რომ სპორტის ამ რაინდული სახეობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, ამას მისი მეტსახელებიც ადასტურებს - „ჭიდაობის პროფესორი", „ჩემპიონთა ჩემპიონი"... შთამბეჭდავია მის მიერ მოგებული ტიტულების ჩამონათვალიც: მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი... მის დროს საბჭოთა სპორტსმენებს უფრო ხშირად რომ ეასპარეზათ საერთაშორისო ტურნირებში, დარწმუნებული ვარ მედლების ჩამონათვალი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა".

პრეზენტაციის დასასრულს სტუმრებს გამოცემა საჩუქრად გადაეცათ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 11
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ჭიდაობის ახალი დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 27
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა წარმატებით იასპარეზეს.  
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 23
მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
7-8 ოქტომბერს, სომხურმა ვანაძორმა "სტეპან სარგსიანის თასის" რიგით 22-ე საერთაშისო გათამაშებას უმასპიძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა.