სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კლასიკებმა ევროპის ჩემპიონატი სოსო ჯაბიძის ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

თარიღი: 2010 აპრილი 18

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. აზერბაიჯანულ კვარცხლბეკზე ბეგი დარჩიას შვიდეულიდან მხოლოდ 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სოსო ჯაბიძე ავიდა. ნაკრების დებიუტანტმა გადამწყვეტ ბრძოლაში პოლონელ ანდრეი დებერნის სძლია.

ოქრო-ვერცხლის შანსი ჯაბიძემ მეოთხედფინალში, მომავალ ჩემპიონთან, რუს ასლანბეკ ხუშტოვთან წაგებით დაკარგა. რეპეშაჟში გადართულმა კი, "ბრინჯაოს ფინალამდე" აზერბაიჯანელი საბუჰი ჰუმბატოვი ჩამოიცილა.

დღესვე, აზერბაიჯანულ ხალიჩაზე არსენ კახაბრიშვილი (84 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილიც (120 კგ) გავიდნენ. კახაბრიშვილი მერვედფინალში, გერმანელ იან ფიშერთან დამარცხდა და სულ მალე, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან ფინალამდე მისვლა ვერც ამ გერმანელმა შეძლო. ჯავახიშვილის მეოთხედფინალში მძლეველმა, თურქმა რიზა კაიაალპმა კი შემდეგი მეტოქეც ჩამოიცილა და ქართველ მძიმეწონოსანს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაეხსნა, მაგრამ რეპეშაჟის პირველსავე წრეში დამარცხდა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 27 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ბაქო.
18 აპრილი

84 კგ


1 ნაზმი ავლუჩა (თურქეთი)
2 ალექსეი მიშინი (რუსეთი)
3 მელონინ ნუმონვი (საფრანგეთი)
3 იან ფიშერი (გერმანია)
10 არსენ კახაბრიშვილი (საქართველო)

96 კგ

1 ასლანბეკ ხუშტოვი (რუსეთი)
2 ტიმაფეი ძეინიჩენკა (ბელარუსი)
3 სოსო ჯაბიძე (საქართველო)
3 ჩენს ილდემი (თურქეთი)

120 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
2 რადომირ პეტკოვიჩი (სერბეთი)
3 იოჰან მაგნუს ეურენი (შვედეთი)
3 მინდაუგას მიზგაიტისი (ლიტვა)
9 დიმიტრი ჯავახიშვილი (საქართველო)

გუნდური ჩათვლა

1 რუსეთი 52
2 თურქეთი 38
3 უკრაინა 38
4 აზერბაიჯანი 31
5 საქართველო 27
6 ბელარუსი 26
7 უნგრეთი 25
8 რუმინეთი 19
9 ხორვატია 17
10 საფრანგეთი 16

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 11
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ჭიდაობის ახალი დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 07
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს ახალი წიგნი მიუძღვნა - „ჭიდაობის პროფესორი". წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 27
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა წარმატებით იასპარეზეს.  
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 23
მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს