ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

21 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს სამბისტთა ნაკრები რუსეთში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ქართველი სამბისტები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდნენ და 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. წარმატებულ სამბისტებს თბილისის აეროპორტში ჟურნალისტები, გულშემატკივრები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავა დახვდნენ.
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ტურნირზე გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის შემდეგ. ევროპის ჩემპიონები გახდნენ 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უშანგი კუზანაშვილი, ხოლო +100 კილოგრამში ნოდარ მეტრეველი. გამოსვლა ვერცხლის მედლებით დაასრულეს გენადი ჩირგაძემ (52 კგ), ლევან ნახუცრიშვლმა (68 კგ) და ბესარიონ ბერულავამ (74), ხოლო მირიან პავლიაშვილი (100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართული დელეგაციის 8 მედლიდან ორი ქალმა სამბისტებმა მოიპოვეს - ვერცხლი ირინა ლეონიძემ (80 კგ) და ბრინჯაო შორენა შარაძემ (64).
კაცები
57 კგ - უშანგი კუზანაშვილი - ოქრო
+100 კგ - ნოდარ მეტრეველი - ოქრო
52 კგ - გენადი ჩირგაძე - ვერცხლი
68 კგ - ლევან ნახუცრიშვილი - ვერცხლი
74 კგ - ბესარიონ ბერულავა - ვერცხლი
100 კგ - მირიან პავლიაშვილი - ბრინჯაო
ქალები
80 კგ - ირინა ლეონიძე - ვერცხლი
64კგ - შორენა შარაძე - ბრინჯაო
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური