სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2013 მაისი 17
2003-2014 წლების საჭადრაკო გრან-პრის გათამაშების სერიის პირველი ტურნირის გამარჯვებული - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრი - ბელა ხოტენაშვილი თბილისში დაბრუნდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2013 მაისი 16
ქართველი მოჭადრაკე - ბელა ხოტენაშვილი 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის გათამაშების სერიის პირველი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ხოტენაშვილმა 11 შესაძლებლიდან 8 ქულა მოაგროვა და საუკეთესოს ტიტული მოიპოვა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2013 აპრილი 18
8-20 აპრილს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2013" (I ეტაპი) რაპიდსა და ბლიცში მოჭადრაკე ვაჟთა შორის და ქალთა შორის.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2013 მარტი 13
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ქალთა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 16 ქულით უკრაინის ნაკრებმა მოიპოვა, წინა სამი მსოფლიო პირველობის მომგები ჩინეთი 15 ქულით მეორეზე გავიდა, რუსეთმა კი 13 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2013 მარტი 12
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ქალთა გუნდური ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ბოლოსწინა ტურში ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდა, 3:1 გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე აღზევდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2013 მარტი 11
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას განაგრძობს. მეოთხე ტურში ინდოეთის ნაკრებთან ფრედ 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩვენმა გუნდმა კიდევ სამჯერ ითამაშა: 7 მარტს, მე-5 ტურში აშშ-ს ნაკრები 3,5:0,5 დაამარცხა, 9 მარტს რუსეთთან გაიყო ქულები - 2:2, გუშინ, 10 მარტს კი ჩემპიონატის ლიდერთან, უკრაინის ნაკრებთან 1:3 დამარცხდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2013 მარტი 07
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ტურის შეხვედრა ინდოეთის ნაკრებთან გამართა. პაექრობა ფრედ 2:2 დასრულდა. ჩვენი გუნდი ოთხი ტურის შემდეგ კვლავ მეოთხე ადგილზეა - 9,5 აქვს და მესამე ადგილზე მყოფ უკრაინას ნახევარი ქულით ჩამორჩება.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2013 მარტი 06
ყაზახეთში მიმდინარე ქალთა გუნდურ IV მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუშინ მესამე ტურის შეხვედრა საფრანგეთთან გამართა და 3,5-0,5 გაიმარჯვა. ჩვენი გუნდი 7,5 ქულით სადღეისოდ მეოთხე ადგილზეა და რუსეთს (10,5), ჩინეთს (10) და უკრაინას (7,5) ჩამორჩება.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2013 მარტი 05
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა. ჩვენი გუნდი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჩინეთთან 1:3 დამარცხდა. ორი ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკეები 4 ქულით მეხუთე ადგილზე არიან.
გვერდი 1 სულ 18