სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 ივნისი 03
ერთი ტურით ადრე გაირკვა მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასის მფლობელის ვინაობა. სლოვენიელი ანა მუზიჩუკი  8-დან 7 ქულით და ტურნირში საუკეთესო პროგრესით მიუწვდომელია მეტოქეებისათვის. 6 ქულა დააგროვეს და 2-3 საპრიზო ადგილებს ინაწილებენ  ბელა ხოტენაშვილი და ნინო ხურციძე. დასკვნით ტურში ერთმანეთს მაიას თასის შარშანდელი და წლევანდელი გამარჯვებულები ხოტენაშვილი და მუზიჩუკი დაუპირისპირდებიან.    
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მაისი 28
ჭადრაკის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი - "მაია ჩიბურდანიძის თასი-2010" მიმდინარეობს, რომელშიც  საქართველოს, სლოვენიის, აზერბაიჯანის და სომხეთის 57 მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება და ნანა ძაგნიძის და მაია ლომინეიშვილის  გარდა  ყველა  წამყვანი ქართველი მოჭადრაკე თამაშობს.  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მაისი 14
15 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით სასტუმრო „დ პლაზაში" ჭადრაკში საერთაშორისო ტურნირი  "თბილისის მერიის თასი 2010" გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდი 64 000 ლარია. ტურნირის ორგანიზატორები თბილისის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და თბილისის მოჭადრაკეთა ფედერაცია არიან. ტურნირში მონაწილეობას 7 ქვეყნის 150 მოჭადრაკე მიიღებს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მაისი 11
რუსეთის ქალაქ ნალჩიკში დასრულებულ ქალთა გრან-პრის სერიის რიგით მესამე ტურნირში  11-დან 7 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ძაგნიძე. პირველი ადგილი 9 ქულით ტატიანა კოსინცევამ (რუსეთი)  დაისაკუთრა, 7,5 ქულით მეორეზე ჩინელი ჰოუ იფანი გავიდა. რუსეთისდან დაბრუნების შემდეგ, 11 მაისს ნანა ძაგნიძემ ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გამართა. 
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მაისი 03
რუსეთის ქალაქ ნალჩიკში მიმდინარე ფიდე-ს ქალთა საჭადრაკო გრან-პრიზე, ქართველმა მოჭადრაკემ  ნანა ძაგნიძემ  თეთრი ფიგურებით შვედ პია კრამლინგთან ყაიმი ითამაშა და 3.5 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ძაგნიძე და კრამლინგი  ყაიმზე 44-ე სვლაზე შეთანხმდნენ, რაც ნანას მე-2 პოზიციის დაკარგვად დაუჯდა. 
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 30
რუსეთის ქალაქ ნალჩიკში მიმდინარეობს ფიდე-ს გრან-პრი ქალთა შორის, რომელშიც წარამატებულად თამაშობს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნანა ძაგნიძე. ქართველმა მოჭადრაკემ მე-4 ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის მოგების რეალურ კანდიდატად რჩება. ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ბეტულ ჩემრე ილდიზს 45-ე სვლაზე მოუგო.  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 28
რუსეთის ქალაქ ნალჩიკში მიმდინარე ქალთა საჭადრაკო გრან-პრის ორი ტურის თავზე 1.5 ქულით ოთხი მონაწილე დაწინაურდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველ ადგილზე ქართველი ნანა ძაგნიძეა. მეორე ტურში, ძაგნიძემ ისევ თეთრი ფიგურებით ითამაშა და რუს ბაირა კოვანოვას 30-ე სვლაზე მოუგო. ნანას მსგავსად, 1.5 ქულა მოუგროვდათ ბეტულ ჩემრე ილდიზს, ტატიანა კოსინცევასა და  ჩენ ჟუს. 
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 24
საერთაშორისო დიდოსტატი მოჭადრაკე ქალთა და მამაკაცთა შორის, ნანა ძაგნიძე პირად მწვრთნელ ზურაბ სტურუასთან ერთად, ნალჩიკში, 25 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით დაგეგმილ ფიდეს გრან-პრიზე საასპარეზოდ გაემგზავრა. ტურნირში პლანეტის 12 საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობს და ის წრიული სისტემით, 11 ტურად ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ფიდე, ქალთა შორის, გრან-პრის პირველად ატარებს და ის 6 ტურნირისაგან შედგება.    
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 16
20 წლამდე მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა დავით ლომსაძემ და ნანი უნაფქოშვილმა მოიგეს. ვაჟთა შორის პირველი ადგილი და შეასაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური დავით ლომსაძემ  7,5 ქულით მოიპოვა. გოგონებში ნანი უნაფქოშვილს 6,5 ქულა ეყო ჩემპიონობისთვის.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 13
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დასრულებულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზეს ქ.ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ევროპის ჩემპიონატი 4 ასაკობრივ კატეგორიაში (11,13,15 და 17 წლ. ) მოჭადრაკეთა შორის ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის 1000-მდე  ნორჩი სპორტსმენი მონაწილეობდა.