სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 07
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 7 აპრილს დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატი 9 დღეს გასტანს. გამარჯვებულები 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ქვეყნის ღირსებას დაიცავენ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ ჩოტოვა კზარნაში აგვისტოში გაიმართება.    
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მარტი 22
ხორვატიის ქალაქ რიეკაში დასრულებულ ევროპის XI ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში ბაადურ ჯობავამ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა - გია გიორგაძემ, ბაადურ ჯობავასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მოჭადრაკეებს წარმატება დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა და მისმა მოადგილე გია გალდავამაც მიულოცეს.    
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მარტი 19
ბაადურ ჯობავამ ხორვატიის ქალაქ რიეკაში დასრულებულ ევროპის XI ინდივიდუალური ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 11 ტურის დასრულების შემდეგ, 26 წლის ქართველმა მოჭადრაკემ ტაი-ბრეიკებში წარმატებით იასპარეზა და თანაბარი ქულების მქონე რუსეთის წარმომადგენელ - არტიომ ტიმოფეევთან შეხვედრაში გამარჯვება და ყაიმი მიითვალა. 
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მარტი 18
ბაადურ ჯობავამ ხორვატიაში მიმდინარე მოჭადრაკეთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში მოხვედრა გაინაღდა. კარგ ფორმაში მყოფმა ქართველმა  ბოლო ტურში თეთრი ფიგურებით რუს  დენის ხიშმატულინს მოუგო და 8.5 ქულით მხოლოდ რუს იან ნეპომნიაშჩის ჩამორჩა. ჯობავამ ერთადერთი  მარცხი  ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ნეპომნიაშჩისთან განიცადა.  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მარტი 16
16 მარტს ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის გამოჩენილი წარმომადგენელის, მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე-ს) ვიცე-პრეზიდენტის, საერთაშორისო დიდოსტატის  - ზურაბ აზმაიფარაშვილის 50 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართველ დიდოსტატს იუბილე საგანგებოდ ამ მოვლენისათვის თბილისში ჩამოსულმა, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდარულმა წარმომადგენელმა – გარი კასპაროვმა მიულოცა. 
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მარტი 16
ბაადურ ჯობავამ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი  მარცხი განიცადა და ლიდერობა დაკარგა. ხორვატიიის ქალაქ რიეკაში გუშინ გამართულ მე-9 ტურში ჯობავა რუს იან ნეპომნიაშჩისთან ვერაფერს გახდა და  7 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე კი რუსი მოჭადრაკე გადავიდა, რომელსაც 7.5 ქულა აქვს. 
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მარტი 15
ხორვატულ რიეკაში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე ბაადურ ჯობავა წარმატებით თამაშს განაგრძობს. ჯობავამ მე-8 ტურში პირველ ნომრად განთესილ უნგრელ ზოლტან ალმაშს თეთრი ფიგურებით მოუგო და 7 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ქართველ მოჭადრაკეს ნახევარი ქულით უკრაინელი ზაჰარ ეფიმენკო, ბოსნიელი ივან სოკოლოვი და რუსი იან ნეპომნიაშჩი ჩამორჩებიან.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მარტი 10
ხორვატიის ქალაქი რიეკა მოჭადრაკეთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. 5 მარტს დაწყებული ევროპირველობა 19 მარტამდე გასტანს. რიეკაში სულ 25 ქართველი მოჭადრაკე გამოდის, როგორც ვაჟები ასევე გოგონები. ვაჟთა გათამაშებას 4 ტურის შემდეგ ბაადურ ჯობავა ლიდერობს, რომელმაც მეოთხე ტურში შავი ფიგურებით პოლონელ მიხაელ კრასენკოვს მოუგო და 4 ქულა დააგროვა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 მარტი 02
3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით 12.00-ზე ნ. გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება დედის დღისადმი მიძღვნილი ბლიც-ტურნირი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც წამყვანი მოჭადრაკე ქალები, ისე ჭადრაკის მოყვარული ჟურნალისტები და ცნობილი მანდილოსნები. 3 მარტის ტურნირის პარალელურად "ჭადრაკის სასახლეში” 5-19 მარტს ხორვატიის ქ. რიეკაში გასმართ ევროპის  ვაჟთა და ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატზე  გამგზავრების წინ 13:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 თებერვალი 17
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 17 თებერვალს სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატის ოფოციალური გახსნის ცერემომიალი 15:00 საათზე გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მოჭადრაკეები.