სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 თებერვალი 11
11 თებერვალს 12:00 საათზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, საჭადრაკო ოლიმპიადის 9 ოქროს მედლის მფლობელის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, თანამედროვეობის თვალსაჩინო მოჭადრაკის და საჭადრაკო მოღვაწის, უგვირგვინო დედოფლად აღიარებული - ნანა ალექსანდრიას წიგნის - "150 საინტერესო პარტია და ეპიზოდი" პრეზენტაცია გაიმართა. 
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ნოემბერი 25
თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. 16-წლამდე გოგონათა შორის შეჯიბრში 11 ტურში დაგროვებული 8.5 ქულით ვერცხლის მედალი მერი არაბიძემ დაისაკუთრა, ნაზი პაიკიძემ კი 8 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიგო. 18-წლამდე გოგონათა შორის ქეთი წაწალაშვილი გამოდიოდა და ოქროს მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ნოემბერი 24
თურქეთის ქალაქ ანთალიაში დასრულებულ ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. 16-წლამდე გოგონათა შორის შეჯიბრში მედლის მოგება ორმა ქართველმა  მოახერხა. 11 ტურში დაგროვებული 8.5 ქულით ვერცხლის მედალი მერი არაბიძემ დაისაკუთრა, ნაზი პაიკიძემ კი 8 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიგო. 18-წლამდე გოგონათა შორის ქეთი წაწალაშვილი გამოდიოდა და ოქროს მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ნოემბერი 20
თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტური დარჩა. 28 ქართველი მოჭადრაკიდან უმეტესობა საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდა, რამდენიმეს კი ჯერაც აქვს შანსი, რომ  ოქროს მედალი მოიგოს. 16-წლამდე გოგონათა შეჯიბრში 6.5 ქულით მეორე ადგილზე მერი არაბიძეა, რომელმაც თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელ შუტს აჯობა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ნოემბერი 16
თურქეთის ქალაქ ანთალიაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩამპიონატი მიმდინარეობს. პატარა მოჭადრაკეებმა ოთხი ტური მოილიეს, ქართულ დელეგაციას კი ამ დრომდე მხოლოდ ერთი ლიდერი ჰყავს. 16-წლამდე გოგონათა შორის შეჯიბრში მერი არაბიძე პირველ ადგილს პერუელ კორისთან და უნგრელ პაპთან იყოფს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ნოემბერი 09
11 ნოემბრიდან თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტს აიღებს და 23 ნოემბრამდე გასტანს  მსოფლიოს ასაკობრივი (8,10,12,14,16,18 წწ.) ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა  შორის. პირველობა შვეიცარიული სისტემით - 9 ტურად ჩატარდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოდან მონაწილეობას სულ 32 მოჭადრაკე მიიღებს. ანტალიაში გამგზავრების წინ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჭადრაკის სასახლეში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ნოემბერი 06
6 ნოემბერს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - ნიკოლოზ რურუა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლების მომპოვებელ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებსა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ - გია გიორგაძეს სამინისტროში შეხვდა. მინისტრმა მოჭადრაკეებს წარმატება მიულოცა და სამომავლოდ სრულ თანადგომას დაპირდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ნოემბერი 02
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებით ითამაშა  და მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვა. სერბეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სპორტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში, დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაურთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 31
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებული ევროპის გუნდური ჩემპიონატი მარცხის გარეშე განვლო, თუმცა, ეს მხოლოდ ვერცხლის მედლების მოსაპოვებლად აღმოჩნდა საკმარისი. ტურნირის დასკვნით ტურში ქართველებმა რუმინეთს 2.5:1.5 სძლიეს და 9 შეხვედრაში 7 გამარჯვება და 2 ყაიმი მოუგროვდათ. ჩვენი გუნდის დარად, 16 ქულა აღმოაჩნდა რუსეთის ნაკრებს, რომელმაც ერთადერთი დაპირისპირება სწორედ ჩვენს გუნდთან დათმო, 8 მატჩი კი მოიგო და დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე გავიდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 30
სერბულ ნოვი სადში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მერვე ტურში ბულგარეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა და ვერცხლის მედლებიც გაინაღდა. ბოლო მეცხრე ტურში, 30 ოქტომბერს  ქართველი მოჭადრაკეები რუმინელებს ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში ყურადღება რუსეთ-სომხეთის ნაკრებების მატჩისკენ უნდა ჰქონდეთ მიპყრობილი, რადგან რუსების წაფორხილება საქართველოს ოქროს მედლებს მოუტანს.