სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 29
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მე-7 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ისრაელს შეხვდა და თეთრი ფიგურებით 3:1 მოუგო. ვაჟთა ნაკრებმა კი 1.5:2:5 წააგო რუსეთის ნაკრებთან. ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც დამარცხება არა აქვს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 28
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მე-6 ტური საქართველოს ქალთა და კაცთა საჭადრაკო ნაკრებებისთვის "მშვიდობიანი” გამოდგა.ქალები რეიტინგში დაბლა მდგარ აზერბაიჯანს დაუზავდნენ და წამოწევის საშუალება რუსეთის გუნდს მისცეს. ლიდერთა აქტივში 10 ქულაა, ხსენებული აზერბაიჯანი კი 9 ქულით მესამეა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 27
სერბულ ნოვი სადში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის  გუნდურ ჩემპიონატზე მეხუთე ტურის მატჩები ჩათამაშდა. ქალთა ნაკრებმა  უკრაინის ნაკრებთან შავი ფიგურებით 2:2 ითამაშა და ლიდერობა შეინარჩუნა. ვაჟებმა კი აზერბაიჯანის ნაკრებთან 1.5:2.5 წააგეს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 26
სერბეთში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში საქართველოს ნაკრებთა ტრიუმფალური ასპარეზობა გრძელდება. საქართველოს კაცთა და ქალთა ნაკრებებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებები მიითვალეს და უძლიერეს მეტოქეებთან ჭიდილში, ტურნირს სათავეში მოექცნენ.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 23
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მოჭადრაკეთა ევროპის მე-17 გუნდური ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ორივე ნაკრებმა პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა. ვაჟთა ნაკრებმა შავი ფიგურებით  ფინეთს 2,5:1,5 აჯობა. ქალებმა კი ჩეხები დაამარცხეს 3:1.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 15
ჭადრაკის სასახლე 15-17 ოქტომბერს  საქართველოს პირველი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს ჭადრაკში სკოლებს შორის. ტურნირი 5 მაისს დაიწყო და 17 ოქტომბერს დასრულდება. ჭადრაკის ფედერაციის და განათლების სამინისტროს ერთობლივ პროექტში 240 სკოლის 1000-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 12
12 ოქტომბერს ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნანა ძაგნიძე შეხვდნენ. ძაგნიძემ ჩინეთის ქალაქ ნანცინში დასრულებულ ქალთა გრან-პრის გათამაშების მეორე ეტაპზე 7,5 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. მაკედონიაში დამთავრებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე კი ქართულმა “სამაიამ” ბოლო ტურში პოლონეთის “პოლონიასთან” 2:2 ითამაშა და მესამე ადგილთან ერთად ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 09
მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში მოჭადრაკე ქალთა საკლუბო ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა „სამაიამ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკეებმა ვარსკვლავებით დახუნძლული „მონტე-კარლო“ 2.5:1.5 დაამარცხა. მეხუთე ტურის შემდეგ, „სამაია“ სატურნირო ცხრილს 8 ქულით რუსულ „სპარტაკთან“ ერთად ლიდერობს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 08
მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში მიმდინარე ჭადრაკის ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე  ქართულმა “სამაიამ” მომდევნო შეხვედრა ჩაატარა. მესამე ტურში ჩვენი გუნდის მეტოქე რუსული “სპარტაკი” იყო, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. ქართველმა მოჭადრაკებმა 2:2 ითამაშეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 ოქტომბერი 06
მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საკლუბო ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და 10 ოქტომბრამდე გასტანს.  ქალთა შორის სულ 11 გუნდმა მოიყარა თავი. საქართველოს ღირსებას “სამაია” იცავს, რომლის შემადგენლობაში მაია ჩიბურდანიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, სალომე მელია და მაია ლომინეიშვილი თამაშობენ.