სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 სექტემბერი 10
იტალიის ქალაქ სან ჯორჯიოში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, ქართველმა მოჭადრაკეებმა თავი ისახელეს. მათ მონაგარშია სამი მედალი (ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო) და კიდევ ოთხი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. 18 წლიან გოგონებში ქეთი წაწალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე ვერცხლს დაეუფლა 16 წლიან გოგონებში მერი არაბიძე, ხოლო 18 წლიან ვაჟებში ბრინჯაო დავით ბენიძემ აიღო.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 სექტემბერი 08
ჩინეთის ქალაქ ნინგბოში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში საქართველოს ნაკრები 6 ტურის შემდეგ მე-4 პოზიციაზეა. ვიეტნამის, უკრაინისა და ინდოეთის  დამარცხებისა და ჩინეთის მეორე გუნდთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ქართველი ქალები სამწუხაროდ სომხეთთან და რუსეთთან დამარცხდნენ და ლიდერობა მეტოქე გუნდებს დაუთმეს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 აგვისტო 31
1 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ ნინგბოში სტარტს აიღებს მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ჭადრაკში . ჩემპიონატში მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებები და მათ შორის 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი - საქართველოს ნაკრები  მიიღებენ მონაწილეობას. პირველობა წრიული სისტემით ჩატარდება და ერთმანეთს მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალთა  გუნდი დაუპირისპირდება.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 თებერვალი 01
30 იანვარს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის. ქალებს შორის გამარჯვებული მაია ლომინეიშვილი გახდა, ვაჟებში კი ყველას თორნიკე სანიკიძემ აჯობა. ჭადრაკის სასახლეში გამართულ დახურვის ცერემონიალზე გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაურმა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა - გია გიორგაძემ დააჯილდოვეს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2009 იანვარი 29
დასრულდა საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატი ქალთა შორის. ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა საერთაშორისო დიდოსტატმა და 2008 წლის დრეზდენის ოლიპიადის გამარჯვებულმა - მაია ლომინეიშვილმა. ჩემპიონტი 11 ტურად ჩატრდა. ლომინეიშვილმა 7,0 ქულა დააგროვა. 6,5-6,5 ქულა ნინო ხურციძემ, სოფიკო ხუხაშვილმა, სალომე მელიამ, ნაზი პაიკიძემ და სოფიკო გურამიშვილმა მოიპოვეს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ნოემბერი 27
27 ნოემბერს გამთენიისას დილის 4 საათზე მიუნჰენი-თბილისის რეისით საქართველოში დაბრუნდნენ დრეზდენში დასრულებული საჭადრაკო ოლიმპიადის ტრიუმფატორი ქართველები. ჩემპიონებს აეროპორტში სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მთავრობის წარმომადგენლები, ახლობლები და ჟურნალისტები დახვდნენ. (ფოტოგალერეა)
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ნოემბერი 26
38-ე მსოფლიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისათვის პრემიალური თანხის გადაცემის საკითხს საქართველოს მთავრობაში განიხილავენ. საუბარია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მოჭადრაკეებისათვის საკმაოდ სოლიდური თანხის გამოყოფაზე. მთავრობას წინადადებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა მიმართა და პროექტიც წარუდგინა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ნოემბერი 26
დრეზდენში გამართულ 38-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიური ჩემპიონობა 1996 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.  1992, 1994 და 1996 წლებში გამარჯვების შემდეგ, ქალები მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ტიტულს მეოთხედ დაეუფლნენ. ოლიმპიადის ტრიუმფატორები თბილისში 27 ნოემბერს გამთენიისას მიუნჰენი-თბილისის რეისით ჩამოვლენ.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ნოემბერი 25
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა დრეზდენში მიმდინარე ოლიმპიადის ბოლო, მე-11 ტურში სერბეთი 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა მოპოვა. ქართველებმა ჯამში 18 ქულა მოაგროვეს, თუმცა ამდენივე ქულა მოუგროვდა უკრაინის გუნდს, ვინაც პოლონეთს 2.5:1.5 სძლია. საბოლოო გამარჯვებულად საქართველო დამატებითი მაჩვენებლების დათვლის შემდეგ გამოცხადდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ნოემბერი 24
დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადამ კულმინაციას მიაღწია – სამშაბათს, 25  უკანასკნელი ტურია. არის შანსი, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადა მოიგოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამისთვის მხოლოდ ჩვენების გამარჯვება არ კმარა. ბოლოსწინა ტურში კი ჩვენმა გუნდმა დიდებულ სტილში მოუგო ჩინეთს 2,5:1,5.