სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ნოემბერი 22
38-ე საჭადრაკო ოლიმპიადზე მე-8 ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა კვლავ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა მოლდოვა 4:0 დაამარცხეს, 12 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს. მამაკაცები კი ათეულს კიდევ უფრო დაშორდნენ, მათ ინგლისთან 1.5:2,5 წააგეს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ნოემბერი 21
დრეზდენში გრძელდება საჭადარკო ოლიმპიადა. მე-7 ტურში, 20 ნოემბერს  საქართველოს ქალთა ნაკრებმა  ესპანელები 4:0 გაანადგურა, ხოლო მამაკაცებმა 3,5:0,5 შოტლანდიის ნაკრებს სძლიეს. მე-8 ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრები ინგლისის ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდება,  ქალთა გუნდი  კი მოლდოვას შეხვდება. 7 ტურის შემდეგ ქალებს 10 ქულა აქვთ და მე-9 ადგილზე არიან, ვაჟები კი ასევე 10 ქულით მე-12 ადგილზე.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ნოემბერი 18
დრეზდენში მიმდინარე მოჭადრაკეთა ოლიმპიადაზე, მე-5 ტურში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის შედეგიანი თამაშის  წყალობით, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე პირველ ნომრად განთესილ რუსეთსაც არაფერი დაუთმო და ფრედ 2:2 ითამაშა. იმავე ტურში სლოვაკეთის არცთუ სუსტ გუნდთან 2.5:1.5 იმარჯვეს ქართველმა კაცებმა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ნოემბერი 17
გერმანიის ქალაქ დრეზდენში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე უკვე ოთხი ტური მიილია. ქართველი მოჭადრაკე ქალები ჯერჯერობით წაუგებლად თამაშობენ და ლიდერთა შორის, მე-4 ადგილზე არიან, მამაკაცები კი 4 ტურში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და დღევანდელი მაჩვენებლებით 22-ე ადგილზე განთავსდნენ.  მე-5 ტურში, 17 ნოემბერს ქალები რუსეთს ხვდებიან, მამაკაცები კი სლოვაკეთს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ოქტომბერი 19
17 ოქტომბერს ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკეები ვიეტნამის ქალაქ ვანგ-თაუში გაემგზავრნენ, სადაც 19-31 ოქტომბერს მსოფლიოს პირადი ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება 8,10,12,14,16 და 18 წლამდელ მოჭადრაკეებს შორის. ჩემპიონატში განაცხადი 70 ქვეყნის 842 მოჭადრაკეს აქვს გაკეთებული.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 ივნისი 30
29 ივნისს ჭადრაკის სასახლეში გამართულ ჭადრაკის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად გია გიორგაძე აირჩიეს. გიორგაძემ, რომელსაც კონკურენციას ახალგაზრდა ლევან ფანცულაია უწევდა, 73 ხმა მიიღო, მის ოპონეტს კი, რომელმაც ყრილობა მომხრეებთან ერთად დემონსტარციულად დატოვა, 23 ხმა ერგო.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 აპრილი 25
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, ქართველმა ლევან ფანცულაიამ ებრაელი ემილ სუტოვსკისა და რუსი სერგეი გრიგორიანცის დარად, ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა, დამატებითი მაჩვენებლების წყალობით კი, ტურნირს სათავეში მოექცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 აპრილი 21
21 აპრილს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ევროპის მეცხრე ჩემპიონატი იწყება. ვაჟებში 332 მონაწილეა, ქალებში კი - 165. ქართველთაგან ევროპის ჩემპიონატზე სულ 23 მოჭადრაკე ჩავიდა; აქედან 11 ვაჟია, 12 - ქალი.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 მარტი 31
საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში დიდოსტატი ლევან ფანცულაია გახდა, რომელმაც ფინალში 18 წლის გიორგი მარგველაშვილი დაამარცხა. მეორე პარტიაში ლევანმა თეთრი ფიგურებით აჯობა მარგველაშვილს, მოუგო მესამე პარტიაშიც და მეოთხის გამართვა აღარ გახდა საჭირო – 2,5:0,5.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2008 მარტი 27
ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ვაჟ მოჭადრაკეთა ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები. ლევან ფანცულაიამ ორივე პარტიაში დაამარცხა კონსტანტინე შანავა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მას გიორგი მარგველაშვილი შეხვდება, რომელმაც, მოულოდნელად, 1,5:0,5 დაამარცხა დიდოსტატი მიხეილ მჭედლიშვილი