სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2016 მაისი 03
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებულ ნონა გაფრინდაშვილს 75 წლის იუბილეს ულოცავს!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2016 აპრილი 19
ბათუმში, 19 აპრილიდან სტარტს აიღებს მსოფლიოს ქალთა გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპი. ტურნირის საზეიმო გახსნა გაიმართება სასტუმრო ‘ინტურისტში' - 19 აპრილს, 20:00 საათზე.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2016 აპრილი 11
19 აპრილიდან ბათუმი ქალთა მსოფლიო გრან პრის სერიის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს. პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, შეჯიბრში ერთბაშად 4 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2016 თებერვალი 12
დღეს თეირანში დაიწყო ჭადრაკში ქალთა შორის 2015-2016 წწ. მსოფლიოს გრან პრის მეორე ეტაპი. ტურნირში მსოფლიოს 12 უძლიერესი ქალი ასპარეზობს. მათ შორის არიან ქართველი მოჭადრაკეები ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2016 თებერვალი 03
ნიკა ღვამბერიას გამარჯვებით დასრულდა  ჭადრაკის სასახლეში  გამართული ქართველი საჭადრაკო მოღვაწის,  კახი ჩიგოგიძის  თასის რიგით მეოთხე გათამაშება. გამარჯვებულმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა  გიორგი სიბაშვილთან ერთად. თუმცა, დამატებითმა მაჩვენებლებმა პირველობა ფოთელ მოჭადრაკეს არგუნა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2016 იანვარი 27
ვაჟ მოჭადრაკეთა საქართველოს 75-ე ჩემპიონატი, რომელიც თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა, დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2016 იანვარი 17
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე 17 იანვარს 55 წლის გახდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ულოცავს ქალბატონ მაიას დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 დეკემბერი 30
ჭადრაკის სასახლეში, ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით სწრაფ ჭადრაკში საახალწლო ტურნირი  - თბილისის მერიის თასი მიმდინარეობს. ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. თითოეულ მონაწილეს 5 წუთი აქვს პარტიის სათამაშოდ.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 ნოემბერი 24
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში დასრულდა მოჭადრაკეთა გუნდური ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 ნოემბერი 24
ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იტალიის ქალაქ აქუი ტერმეში ჩატარებულ ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკე საუკეთესო იყო.