სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 სექტემბერი 15
ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს ,,ნონას თასის" გათამაშება
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 ივლისი 14
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბათუმში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმის მერიის თასი - 2015”, სადაც უძლიერეს A პირველობაზე გამარჯვება უკრაინელმა ალექსანდრ ბორტნიკმა მოიპოვა. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით გაიმართა და მასში მონაწილეობა 10-მდე ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკემ მიიღო. დანარჩენ კატეგორიებში სამეულები ასე დაკომპლექტდა:
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 ივნისი 10
მოჭადრაკეებმა მთავრობის მეთაურს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 ივნისი 01
დასრულდა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის რიგით მე-16 ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც საქართველომ, კონკრეტულად კი დაბა ჩაქვმა უმასპინძლა. ჩემპიონატში, რომლის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენდა, 20 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 აპრილი 28
ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო! ჩინეთში დღეს დასრულებული პირველობის უკანასკნელ, მე-9 ტურში ჩვენმა გოგონებმა ზედიზედ მე-8 დაპირისპირება მოიგეს - მასპინძელთა ნაკრები 2,5:1,5 დაამარცხეს და პირველად მოიპოვეს ესოდენ პრესტიჟული ტიტული!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 აპრილი 27
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 ტურში მე-7 გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა. ხვალ უკანასკნელი ტურია - ჩვენი გოგონები ჩინელებს დაუპირისპირდებიან.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 აპრილი 27
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა: ჩინეთში, გუნდური პირველობის ბოლოსწინა ტურში ქართველმა გოგონებმა სომხეთი 3:1 დაამარცხეს და ახლა ჩემპიონატს 15 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 აპრილი 27
ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისკენ სვლას განაგრძობს: მე-7 ტურში ჩვენმა გოგონებმა ინდოეთის ძლიერი გუნდი 2,5:1,5 დაამარცხეს! ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საქართველო მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს 2 ქულით უსწრებს!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 აპრილი 24
ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ჩინეთის ქალაქ ჩენჯუში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს - მეხუთე ტურში ჩვენმა გოგონებმა უკრაინის ძალიან ძლიერ გუნდს 2,5:1,5 სძლიეს!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2015 აპრილი 23
ჩინეთში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. ქართველი გოგონების მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იყო. ჩვენმა გუნდმა 3-1 გაიმარჯვა. ნაკრებს პირველი ქულა მეოთხე დაფაზე მოთამაშე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ნინო ბაციაშვილმა (2473) მოუტანა, რომელმაც გულმირა დაულეტოვა (2201) დაამარცხა.