სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: სალომე მელია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

თარიღი: 2014 ივლისი 18


ტატიანა კოსინცევა, ვალენტინა გუნინა და სალომე მელია

წარმატებით იასპარეზა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა სალომე მელიამ ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დასრულებულ ევროპის მე-15 ინდივიდუალური ჩემპიონატზე.

სალომემ 11-დან 8 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სალომე ერთადერთი ქართველი ქალია, რომელმაც მეორე ევროპული მედალი მოიპოვა კლასიკურ ჭადრაკში - შარშან ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ბრინჯაოს მედლის გარდა მელიას აქტივშია ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და მესამედ შესრულებული საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა ვაჟთა შორის. სალომე მეხუთე ქართველი ქალია ვაჟთა შორის უმაღლესი საერთაშორისო წოდებით! მანამდე ამ უდიდეს წარმატებას ქართველ ქალთა შორის ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ, ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა მიაღწიეს.

ჩემპიონატში ასევე წარმატებით იასპარეზეს  და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ნინო ხურციძემ. მერვე ადგილზე გავიდა ლელა ჯავახიშვილი, თუმცა მას, ისევე როგორც მერი არაბიძეს, უკვე მოპოვებული ჰქონდა ლიცენზია შარშანდელი ევროჩემპიონატიდან.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სატურნირო სიის  პირველ 12 ადგილზე 5 ქართველი მოჭადრაკე გავიდა.

ევროპის ჩემპიონის ტიტულს 9 ქულით ვალენტინა გუნინა (რუსეთი) დაეუფლა. 8,5 ქულით  მეორე ადგილზე ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) გავიდა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.