სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა

თარიღი: 2015 აპრილი 23



ჩინეთში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. ქართველი გოგონების მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იყო. ჩვენმა გუნდმა 3-1 გაიმარჯვა.

ნაკრებს პირველი ქულა მეოთხე დაფაზე მოთამაშე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ნინო ბაციაშვილმა (2473) მოუტანა, რომელმაც გულმირა დაულეტოვა (2201) დაამარცხა. პირველ დაფაზე ბელა ხოტენაშვილმა (2513) ყაზახთა გუნდის ლიდერს ჟანსაი აბდუმალიკს (2411) აჯობა.

მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს მეორე დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა (2481) და მესამე დაფაზე მერი არაბიძემ (2374). მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები  უკრაინის ნაკრებს შეხვდება, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი თამაშობს.

მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ყაზახეთი - საქართველო 1-3
ინდოეთი - რუსეთი 1,5-2,5
ეგვიპტე - ჩინეთი 0-4
პოლონეთი - სომხეთი 1,5-2,5
უკრაინა - აშშ 3-1

მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი. 23 აპრილი.
საქართველო - უკრაინა
აშშ - ინდოეთი
სომხეთი - ყაზახეთი
ჩინეთი - პოლონეთი
რუსეთი - ეგვიპტე

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:

I საქართველო 7 ქულა
II რუსეთი 6
III-V უკრაინა, სომხეთი, ჩინეთი 5-5
VI აშშ 4
VII-VIII ყაზახეთი, პოლონრთი 3-3
IX ინდოეთი 2
X ეგვიპტე 0

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.