სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: საქართველომ უკრაინას 2,5:1,5 სძლია!

თარიღი: 2015 აპრილი 24


ბელა ხოტენაშვილმა პირველ დაფაზე ანა მუზიჩუკი დაამარცხა

ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ჩინეთის ქალაქ ჩენჯუში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს - მეხუთე ტურში ჩვენმა გოგონებმა უკრაინის ძალიან ძლიერ გუნდს 2,5:1,5 სძლიეს!

უკრაინა ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ასევე 2006 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული. ამ გუნდში მსოფლიოს ჩემპიონი მარია მუზიჩუკი, ექს-ჩემპიონი ანა უშენინა და რეიტინგში მე-6 ადგილზე მყოფი ანა მუზიჩუკი ირიცხებიან.

ბელა ხოტენაშვილმა უკრაინელების წინააღმდეგ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და პირველ დაფაზე ანა მუზიჩუკს სძლია. საგულისხმოა, რომ მის აქტივში 5 შესაძლებლობიდან უკვე 4,5 ქულაა.

დღეს, 25 აპრილს მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართება - საქართველოს ნაკრები აშშ-ს გაეჯიბრება, უახლოესი მდევრის რუსეთის მეტოქე კი პოლონეთი იქნება.

V ტური - 23 აპრილი
საქართველო 2,5:1,5 უკრაინა
ბელა ხოტენაშვილი (2513) 1:0 ანა მუზიჩუკი (2552)
ლელა ჯავახიშვილი (2481) ½:½ მარია მუზიჩუკი (2526)
ნინო ბაციაშვილი (2473) ½:½ ანა უშენინა (2486)
სალომე მელია (2459) ½:½ ნატალია ჟუკოვა (2471)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.