სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: საქართველომ ინდოეთიც დაამარცხა - 2,5:1,5!

თარიღი: 2015 აპრილი 27


საქართველოს ნაკრების ლიდერი ბელა ხოტენაშვილი

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისკენ სვლას განაგრძობს: მე-7 ტურში ჩვენმა გოგონებმა ინდოეთის ძლიერი გუნდი 2,5:1,5 დაამარცხეს! ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საქართველო მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს 2 ქულით უსწრებს!

ინდოელებთან დაპირისპირებაში ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს, მესამე დაფაზე კი მერი არაბიძემ რეიტინგში გაცილებით წინ მდგომი რუტ პადმინი დაამარცხა.

დღეს, ბოლოსწინა ტურში ქართველი გოგონების ოთხეული სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი ნაკრების დღევანდელი მეტოქე 7 ქულით მე-5 ადგილზეა. დღესვე რუსეთის ნაკრები პრინციპულ შეხვედრას გამართავს უკრაინასთან. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ხვალ, ჩინეთთან მატჩით დაასრულებს.

VII
ტური - 26 აპრილი
საქართველო 2,5:1,5 ინდოეთი
ბელა ხოტენაშვილი (2513) ½:½ ჰამპი კონერუ (2581)
ლელა ჯავახიშვილი (2481) ½:½ დრონავალი ჰარიკა (2492)
მერი არაბიძე (2374) 1:0 რუტ პადმინი (2446)
სალომე მელია (2459) ½:½ სვამინათან სუმია (2347)

VI ტური - 25 აპრილი
საქართველო 3:1 აშშ
ბელა ხოტენაშვილი (2513) 1:0 ტატევ აბრაჰამიანი (2301)
ლელა ჯავახიშვილი (2481) ½:½ კატერინა ნემცოვა (2279)
მერი არაბიძე (2374) 1:0 ვიკტორია ნი (2188)
ნინო ბაციაშვილი (2473) 1:0 ალისა მელეხინა (2235)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.