სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: საქართველო 3:1 სომხეთი - ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე!

თარიღი: 2015 აპრილი 27


პირველ დაფაზე ბელა ხოტენაშვილი დაუმარცხებელია!

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა: ჩინეთში, გუნდური პირველობის ბოლოსწინა ტურში ქართველმა გოგონებმა სომხეთი 3:1 დაამარცხეს და ახლა ჩემპიონატს 15 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ!

უკანასკნელ, მე-9 ტურში ქართველთა მეტოქე ჩინეთის ნაკრები იქნება. დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჩინელებმა 3,5:0,5 დაამარცხეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები. ამ გამარჯვების წყალობით ჩინეთმა 11 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილი გაინაღდა.

დღესვე მეხუთე გამარჯვება იზეიმა საქართველოს ნაკრების მდევარმა რუსეთმა - უკრაინას 2,5:1,5 სძლია. 8 ტურის შემდეგ რუსეთი 13 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს.

სომხეთთან დაპირისპირებაში კვლავ შეუდარებელი იყო ბელა ხოტენაშვილი - პირველ დაფაზე მან ელინა დანიელიანი დაამარცხა. მეორე დაფაზე შავი ფიგურებით მოთამაშე ლელა ჯავახიშვილი ლილიტ მკრტჩიანთან დამარცხდა, თუმცა მერი არაბიძემ და ნინო ბაციაშვილმა თავიანთი პარტიები მოიგეს და გუნდს რვა ტურში მეშვიდედ მოაგებინეს!

ცნობისათვის: ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2007 წლიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. საწყისი სამი პირველობა ჩინეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, ორი წლის წინ, ყაზახეთის ქალაქ ასტანაში გამართული რიგით მე-4 მსოფლიო ჩემპიონატში კი უკრაინელებმა გაიმარჯვეს.

VIII ტური - 27 აპრილი
საქართველო 3:1 სომხეთი
ბელა ხოტენაშვილი (2513) 1:0 ელინა დანიელიანი (2488)
ლელა ჯავახიშვილი (2481) 0:1 ლილიტ მკრტჩიანი (2442)
მერი არაბიძე (2374) 1:0 ლილიტ გალოიანი (2277)
ნინო ბაციაშვილი (2473) 1:0 მარია კურსოვა (2290)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.