სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: მინისტრ ლევან ყიფიანის მიმართვა საქართველოს ნაკრებს

თარიღი: 2015 აპრილი 27


საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 ტურში მე-7 გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა. ხვალ უკანასკნელი ტურია - ჩვენი გოგონები ჩინელებს დაუპირისპირდებიან.

„ქართული ჭადრაკი კიდევ ერთი დიდი გამარჯვების მოლოდინშია - ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ლიდერობს და ვიმედოვნებ, ხვალ, უკანასკნელი ტურის შემდეგ, ჩვენი გოგონები ოქროს მედლებით გაგვახარებენ! ქართველი ქალი მოჭადრაკეები ყოველთვის მსოფლიო ავანგარდში იყვნენ და მიხარია, რომ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ისინი კვლავ მიუახლოვდნენ მწვერვალებს. მოჭადრაკეების მიერ ჩინეთში ნაჩვენები შედეგი სახელმწიფოს და სპორტის კონკრეტული სახეობის ნაყოფიერი თანამშრომლობის უსიტყვო დასტურია! გადამწყვეტი პაექრობის წინ მსურს წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს! ვიმედოვნებ, ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ოლიმპიადის ოთხჯერ მოგების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობითაც გაგვახარებს"! - ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის მიერ ჩვენი გუნდისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენი გუნდი 15 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს 13 ქულა აქვს, ჩინეთის ნაკრები კი 11 ქულით მესამეა. ხვალ, 28 აპრილს, უკანასკნელ, მე-9 ტურში საქართველო ჩინეთს დაუპირისპირდება, რუსეთის მეტოქე კი ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი იქნება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.