სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია!

თარიღი: 2015 აპრილი 28


ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო! ჩინეთში დღეს დასრულებული პირველობის უკანასკნელ, მე-9 ტურში ჩვენმა გოგონებმა ზედიზედ მე-8 დაპირისპირება მოიგეს - მასპინძელთა ნაკრები 2,5:1,5 დაამარცხეს და პირველად მოიპოვეს ესოდენ პრესტიჟული ტიტული!

ჩინელებთან შეხვედრაში ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს, 19 წლის მერი არაბიძემ კი შენ იანგს სძლია და ჩვენს გუნდს მოაგებინა! ამ ოთხეულის გარდა ჩინეთში ლელა ჯავახიშვილმაც ითამაშა. აქვე შეგახსენებთ ჩვენი გუნდის კაპიტანს და მწვრთნელს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ტრიუმფში: დავით ჯოჯუა და ელიზბარ უბილავა.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული საქართველოს ქალთა ნაკრების მეხუთე უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა: 1992, 1994, 1996 და 2008 წლებში ჩვენმა გუნდმა ოლიმპიადა მოიგო!

ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2007 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ტარდება. საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგად აქამდე 2013 წელს, ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დაკავებული მესამე ადგილი ითვლებოდა. საგულისხმოა, რომ საწყისი სამი ჩემპიონატი სწორედ ჩინელებმა მოიგეს, 2013 წელს გამართული მე-4 მსოფლიო პირველობა კი უკრაინელთა ტრიუმფით დასრულდა.

I ტური: საქართველო 2:2 რუსეთი
II ტური: საქართველო 4:0 ეგვიპტე
III ტური: საქართველო 2,5:1,5 პოლონეთი
IV ტური: საქართველო 3:1 ყაზახეთი
V
ტური: საქართველო 2,5:1,5 უკრაინა
VI ტური: საქართველო 3:1 აშშ
VII ტური: საქართველო 2,5:1,5 ინდოეთი
VIII
ტური: საქართველო 3:1 სომხეთი
IX ტური: საქართველო 2,5:1,5 ჩინეთი

საბოლოო მდგომარეობა

  1. საქართველო - 17 ქულა
  2. რუსეთი - 15
  3. ჩინეთი - 11
  4. ინდოეთი - 10
  5. უკრაინა - 10
  6. ყაზახეთი - 9
  7. სომხეთი - 7
  8. პოლონეთი - 6
  9. აშშ - 5
  10. ეგვიპტე - 0

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.