სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

,,ნონას თასს“ ორი ლიდერი ჰყავს

თარიღი: 2015 სექტემბერი 15

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ,,ნონას თასის" გათამაშების მთავარ ,, ა'' ტურნირზე ორხელისუფლებიანობაა. ასპარეზობა 2-2 ქულით ნიკოლოზ ჩხაიძე და ივერი ჭიღლაძე ლიდერობენ, რომლებმაც შესაბამისად სოფო ხუხაშვილი და საფრანგეთის მოქალაქე ნინო მაისურაძე დაამარცხეს.

მომდევნო ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ჩხაიძე და ჭიღლაძე ხვდებიან.

რაც შეეხება ,,ბ" ტურნირს, აქ ერთბაშად 7 ლიდერია. ესენი არიან: ანდრეი ზაიჩიკოვი (რუსეთი), ჯახანგირ ნიფთალიევი ( აზერბაიჯანი), გიორგი ბეჭვაია, რევაზ ჭკუასელი, რობერტ ლომიძე, სოსო კიკილაშვილი და ლაშა ჭანტურია ( ყველა საქართველო).

5 ტურის შემდეგ 4,5 ქულით პირველობას კვლავ ინარჩუნებს საერთაშორისო ოსტატი ივერი ჭიღლაძე. ხოლო, 4-4 ქულით  II-V ადგილებს ინაწილებენ: არმან მიკაელიანი(2445), ტიგრან ჰარუტინიანი (2476), ჰოვიკ ჰაირაპეტიანი (2467) და ვაჰე ბაღდასარიანი (2438).

 

.gcf.org.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.