სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: საქართველოს საკლუბო ჩემპიონატს ურეკი მასპინძლობს

თარიღი: 2015 ოქტომბერი 07



ურეკში მიმდინარე მოჭადრაკეთა საკლუბო ჩემპიონატზე ერთმანეთს ორი მთავარი ფავორიტი "თბილისი" და "რუსთავი" დაუპირისპირდა. შეხვედრა 4,5: 1,5 რუსთაველებმა მოიგეს. თბილისელებს ერთადერთი გამარჯვება თანაგუნდელებს ბაადურ ჯობავამ მოუტანა თამაზ გელაშვილთან პარტიაში. ორივე მოჭადრაკე ცნობილია არაორდინალური სადებიუტო მომზადებით და საკუთარ ჩვეულებას არც ამ ტურში უღალატეს.

ჯობავას 1.b2-b3-ს d7-d5 შეაგება მეტოქემ, ხოლო 2.კc1-b2-ს a7-a5...შემდეგში შავებმა ზედმეტად აქტიურად ითამაშეს და ავანტიურულ სტილში ეტლიც შესწირეს მოწინააღმდეგეს. თუმცა, საბოლოოდ პარტია ჯობავას გამარჯვებით დასრულდა. პრინციპული გამარჯვება მოიპოვეს მინიმალური ანგარიშით ქუთაისელმა მოჭადრაკეებმა კახეთის „კახეთთან" დაპირისპირებაში.  პარტიები მოიგეს:ბენიძემ და ჭოლაძემ.

როგორც, მოსალოდნელი იყო დიდი ანგარიშით მოიგეს მატჩები: სამეგრელომ - რაჭა-ლეჩხუმისს ‘ამბროლაურთან' და აჭარის ‘ნონამ' - გურიის ‘გურიასთან'.

სატურნირო მდგომარეობა:

1.      "ნონა" - 4 (10,5) ქულა

1 "სამეგრელო" - 4 (9) ქულა

  1. "რუსთავი" - 3 (7,5)
  1. "თბილისი" - 2 (6,5)
  1. "ქუთაისი" - 2 (6)
  1. "კახეთი" - 1 (5,5)

7.'გურია' - 0 (2)

  1. ‘ამბროლაური' - 0 (1)

თბილისი "თბილისი" 1,5 : 4,5 ქვემო-ქართლი - "რუსთავი"

  1. ჯობავა ბაადური 1 : 0 გელაშვილი თამაზი
  1. ფანცულაია ლევანი ½ : ½ პაიჭაძე ლუკა
  1. აზალაძე შოთა 0 : 1 მგელაძე თამაზი
  1. გვეტაძე სოფიო 0 : 1 ხურციძე ნინო
  1. ბერაძე ირაკლი 0 : 1 ბორტნიკი ალექსანდრე
  1. ხომერიკი ნინო 0 : 1 ზიაზიულკინა ანასტასია

იმერეთი - ქუთაისი" 3,5 : 2,5 კახეთი -კახეთი"

ბენიძე დავით 0 : 1 მჭედლიშვილი მიხეილ

  1. ყუფარაძე გიგა 1 : 0 გაგუნაშვილი მერაბი
  1. მანაგაძე ნიკოლოზ ½ : ½ სანიკიძე თორნიკე
  1. არაბიძე მერი ½ : ½ წაწალაშვილი ქეთი
  1. თუთისა ნინო ½ : ½ კელეპტრიშვილი ირაკლი
  1. ჭოლაძე მარიამ 1 : 0 უნაფქოშვილი ნანი

რაჭა-ლეჩხუმი ამბროლაური" 0,5 : 5,5 სამეგრელო - სამეგრელო"

  1. ბახტაძე ლევან 0 : 1 ბერნადსკი ვიტალი
  1. კობახიძე ირაკლი 0 : 1 სივუკ ვიტალი
  1. პეტრიაშვილი ნიკოლოზ 0 : 1 პოპოვი ვალერი
  1. გავაშელიანა ½ : ½ ლომინეიშვილი მაია
  1. მეტრეველი ლექსო 0 : 1 ჩიგაევ მაქსიმ
  1. კოსტავაელენე 0 : 1 ოსმაკ იულია

გურია გურია" 1 : 5 აჭარის ნონა"

  1. მორჩიაშვილი ბაჩანა 0 : 1 ფიერი ალექსანდრე
  1. ჩხაიძე ნიკოლოზ 0 : 1 ჯოჯუა დავითი
  1. ჩხიკვიშვილი მინდია 0 : 1 მაღალაშვილი დავით
  1. შამათავა ანა ½ : ½ მიქაძე მირანდა
  1. ებრალიძე ალექსანდრე 0 : 1 სიბაშვილი გიორგი
  1. 6. ხომერიკი ქეთევან ½ : ½ კუჭავა ანა

http://www.gcf.org.ge/?menuid=2&id=2336&lang=1

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.