სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საჭადრაკო კლუბ ნონას გამარჯვება რუსეთის საკლუბო გუნდის წინააღმდეგ

თარიღი: 2015 ოქტომბერი 20

პრინციპული გამარჯვება მოიპოვეს ქართველმა ქალებმა მაკედონიის  სკოპიეში მიმდინარე  ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში!

კლუბმა ‘ნონამ'  6-საათიანი  ბრძოლის შემდეგ  ანგარიშით -2,5 : 1,5 რუსეთის  უძლიერესი  საკლუბო გუნდი, პრაქტიკულად ქვეყნის  ნაკრები დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რუსი მოჭადრაკეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დიდი ბრძოლისუნარიანობით და ამტანობით  ხანგრძლივი სათამაშო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ გუშინდელ მატჩში  ჩვენებურებმა მეტოქე  6-საათიანი ურთულესი ბრძოლის შემდეგ  გადაითამაშეს  და  მოწინააღმდეგე  თავისივე ‘კოზირით' დაჯაბნეს!


პირველ დაფაზე შავი ფიგურებით,  მოასპარეზე ნანა ძაგნიძემ  რუსეთის წამყვანი მოჭადრაკე ვალენტინა გუნინა დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში. პარტიაში  ნიმცოვიჩის დაცვა გათამაშდა, გუნინამ შუათამაშში  უზუსტოდ ითამაშა და მეტოქეს შანსი მისცა  უკეთეს დაბოლოებაში გადასვლის. ენდშპილში ქართველმა დიდოსტატმა  დამაჯერებლად ითამაშა და გუნდს გამარჯვებისათვის  მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

ეფექტურად გაიმარჯვა მეოთხე დაფაზე  ნინო ბაციაშვილმა  გამოცდილ  ეკატერინა კოვალევსკაიასთან.

32.კb3! კ:b3 33.ე:b7 და თეთრებს მშვიდად გაჰყავთ 'b' პაიკი ლაზიერში.

ყაიმით დაასრულა შეხვედრა ლელა ჯავახიშვილმა ოლგა გირიასთან დაპირისპირებაში. სამწუხაროდ, მეორე დაფაზე მარცხი განიცადა ბელა ხოტენაშილმა მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან პარტიაში.

2 ტურის შემდეგ ქართული კლუბი  4 ქულით პირველობას: მაკედონიის ‘გამბიტთან' და რუსეთის ‘უგრასთან' ერთად ინაწილებს.

მომდევნო ტურში ჩვენები  მანსპინძელთა გუნდს დაუპირისპირდებიან.

საკლუბო  ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება

www.gbf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.