ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებებმა მორიგი შეხვედრები გამართეს და გამარჯვება მოიპოვეს. რუსეთთან მარცხის და პირველი ადგილის დაკარგვის შემდეგ ქალთა ნაკრებმა პოლონეთი 2.5:1.5 დაამარცხა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა 8 ქულა დააგროვეს და უკრაინასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. 10 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი რუსეთია, რომელიც მე-6 ტურში უკრაინას ეთამაშება. საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები, რომელმაც სერბეთი 3:1 დაამარცხა მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. ამდენივე ქულა აქვთ საფრანგეთს და უკრაინას, პირველ ადგილზე კი რუსეთია 9 ქულით. მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება.
პოლონეთი - საქართველო 1.5:2.5
მონიკა სოცკო (2445) - ნანა ძაგნიძე (2566) 0:1
ლელა ჯავახიშვილი (2479) - იოლანტა ზავადსკა (2439) 1:0
ივეტა რაილიჩი (2389) - ნინო ბაციაშვილი (2509) 1:0
მერი არაბიძე (2408) - იოანა მაიდან-გაიევსკა (2378) 0.5:0.5
სერბეთი - საქართველო 1:3
ივან ივანიშევიჩი (2662) - ბაადურ ჯობავა (2668) 0:1
მიხეილ მჭედლიშვილი (2618) - მილოშ პერუნოვიჩი (2624) 1:0
რობერტ მარკუსი (2632) - ლევან ფანცულაია (2567) 0.5:0.5
ლუკა პაიჭაძე (2573) - ნიკოლა სედლაკი (2557) 0.5:0.5
სამინისტროს პრესსამსახური