სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თარიღი: 2015 ნოემბერი 24

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გამართულ მოჭადრაკეთა გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბოლო ტურში ქართველი მოჭადრაკეები ავსტრიის ნაკრებთან ყაიმს დასჯერდნენ, მაგრამ ამ შედეგს საბოლოო სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ჩვენი გუნდი გამარჯვების შემთხვევაშიც მესამე ადგილზე დარჩებოდა. ევროპის ჩემპიონატი რუსეთმა მოიგო 17 ქულით, ვერცხლი უკრაინამ მოიპოვა 15 ქულით, საქართველომ კი 14 ქულა დააგროვა. სხვა ნაკრებები საუკეთესო სამეულს საგრძნობლად ჩამორჩნენ.

ვაჟთა ნაკრებმა დასკვნით ტურში სომხეთთან 1:3 წააგო და მე-9 ადგილზე გავიდა. ჩემპიონი რუსეთი გახდა, მეორე სომხეთი იყო, მესამე უნგრეთი.

საქართველო - ავსტრია 2:2
ბელა ხოტენაშვილი (2512) - რეგინა ტიესი პოკორნა (2355) 0.5:0.5
კატარინა ნევრიკლა (2206) - ლელა ჯავახიშვილი (2479) 0:1
ნინო ბაციაშვილი (2509) - ვერონიკა ექსლერი (2192) 0.5:0.5
ანა-კრისტინა კოპინიტსი (2231) - მერი არაბიძე (2408) 1:0

სომხეთი - საქართველო 3:1
ლევონ არონიანი (2781) - ბაადურ ჯობავა (2668) 1:0
მიხეილ მჭედლიშვილი (2618) - გაბრიელ სარგისიანი (2689) 0.5:0.5
სერგეი მოვსესიანი (2666) - ლუკა პაიჭაძე (2573) 1:0
მერაბ გაგუნაშვილი (2539) - ჰრანტ მელკუმიანი (2632) 0.5:0.5

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.