სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მაია ჩიბურდანიძე 55 წლისაა

თარიღი: 2016 იანვარი 17



ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე 17 იანვარს 55 წლის გახდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ულოცავს ქალბატონ მაიას დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!

მაია ჩიბურდანიძე

- მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ქალთა შორის;

- საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებული;

- საჭადრაკო ოსკარის 4-გზის მფლობელი;

- მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოჭადრაკე 1961 წლის 17 იანვარს, ქუთაისში დაიბადა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მან 1978 წელს, ბიჭვინთაში მოიპოვა - იმ დროისთვის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 8,5:6,5 დაამარცხა. ჩიბურდანიძემ ტიტული ოთხჯერ დაიცვა: 1981 წელს ნანა ალექსანდრიასთან, 1984 წელს ირინა ლევიტინასთან, 1986 წელს ელენა ახმილოვსკაიასთან და 1988 წელს ნანა იოსელიანთან. საგულისხმოა, რომ 1981 და 1988 წლებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩებს საქართველომ უმასპინძლა: პირველად ბორჯომმა და თბილისმა, მეორედ - თელავმა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მაია ჩიბურდანიძემ 1991 წელს, ჩინელ ქსი იუნთან დათმო - 6,5:8,5 დამარცხდა.

ჩიბურდანიძის საჭადრაკო დედოფლობა ხანგრძლივობით მესამე იყო - 14 წელი - ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და ნონა გაფრინდაშვილს (16 წელი).

საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში მაია ჩიბურდანიძე ერთადერთია, რომელმაც 9 ოქროს მედალი მოიგო: 5-ჯერ საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად იმარჯვა, 4-ჯერ კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (1992, 1994, 1996, 2008).

1977 წელს მაია ჩიბურდანიძემ საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მოიპოვა, 1984 წელს კი ვაჟთა შორის. 1984, 1985, 1986 და 1987 წლებში ჩიბურდანიძე საჭადრაკო ოსკარით დაჯილდოვდა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.