სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: საქართველოს 75-ე ჩემპიონატი დავით ჯოჯუამ მოიგო!

თარიღი: 2016 იანვარი 27


ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და საქართველოს ჩემპიონი დავით ჯოჯუა (ფოტო: ჭადრაკის ფედერაცია)

ვაჟ მოჭადრაკეთა საქართველოს 75-ე ჩემპიონატი, რომელიც თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა, დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა.

ჯოჯუა, რომელიც 2013 და 2015 წლებში მესამე ადგილზე გავიდა, ფინალურ შეხვედრაში თორნიკე სანიკიძეს დაუპირისპირდა. კლასიკური პარტიები ზავით დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი ორი 15-წუთიანი პარტია დაინიშნა ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით. ორივე ორთაბრძოლა ჯოჯუამ მოიგო და თასთან და ოქროს მედალთან ერთად ფულადი ჯილდო - 6 ათასი ლარიც მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონი სანიკიძე 4500 ლარით დაჯილდოვდა, მესამე ადგილზე კი ლელა ჯავახიშვილთან გამარჯვებული მერაბ გაგუნაშვილი გავიდა, რომელსაც 3500 ლარი გადაეცა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ჩემპიონის და ორივე პრიზიორის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე გამგზავრებას უზრუნველჰყოფს.

„დაძაბული ჩემპიონატი იყო, ყველაზე რთული კი ფინალური შეხვედრა გამოდგა. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიქომაგა და ჩემი სიხარული გაიზიარა", - განაცხადა დავით ჯოჯუამ. 2015 წელს ის საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი გახლდათ. ამ გუნდთან ერთად მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ევროპირველობაზე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ფინალი: დავით ჯოჯუა 1:1 (2:0) თორნიკე სანიკიძე
მე-3 ადგილისთვის: მერაბ გაგუნაშვილი 2:0 ლელა ჯავახიშვილი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.