სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბათუმი ქალთა მოჭადრაკეთა გრან პრის მასპინძლობს

თარიღი: 2016 აპრილი 19



ბათუმში, 19 აპრილიდან სტარტს აიღებს მსოფლიოს ქალთა გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპი. ტურნირის საზეიმო გახსნა გაიმართება სასტუმრო ‘ინტურისტში' - 19 აპრილს, 20:00 საათზე.

შეჯიბრში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. მათ შორის: 2 მსოფლიოს ექსჩემპიონი, საჭადრაკო ოლიპიადების, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების და კონტინენტალური ჩემპიონატების გამარჯვებულები.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 000 იღებს. პირველად გრან პრის ეტაპების ისტორიაში პირველობისათვის ერთბაშად 4 ქართველი ქალი მიიღებს მონაწილეობას. პირველი ტური 20 აპრილის 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნითი მე-11 ტური 2 მაისს გაიმართება.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი: http://batumi2016.fide.com/

პარტიების პირდაპირი ჩვენება: http://batumi2016.fide.com/live/analysis.html


მონაწილენი:


1. მარია მუზიჩუკი (უკრაინა);
2. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი);
3. ანა მუზიჩუკი (უკრაინა);
4.ნანა ძაგნიძე (საქართველო)
5. ჟაო ქსიუ (ჩინეთი);
6.ვალენტინა გუნინა (რუსეთი);
6.ხარიკა დრონოვალი (ინდოეთი)
7.ბელა ხოტენაშვილი (საქართველო);
8.ლელა ჯავახიშვილი (საქართველო);
9.ნინო ბაციაშვილი (საქართველო);
10.ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი);
11. ელინა დანიელიანი (სომხეთი)
12. ოლგა გირია (რუსეთი);

www.gcf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.