სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

იუბილე: ნონა გაფრინდაშვილი - 75

თარიღი: 2016 მაისი 03



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებულ ნონა გაფრინდაშვილს 75 წლის იუბილეს ულოცავს!

ქალბატონი ნონა მსოფლიო სპორტის სიამაყეა - ის პირველი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია და ამავდროულად პირველი ქალი, რომელმაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ვაჟთა შორის მოიპოვა! ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულიცაა.

ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად 1962 წელს მოიგო, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში კი კიდევ ოთხჯერ იზეიმა გამარჯვება! ქალბატონი ნონა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელია, ვეტერანთა შორის კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი.

1989 წელს ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს, 1996 წლიდან კი ის სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტია.

1996 წელს ქალბატონი ნონა სამი უმაღლესი სპორტული ორდენით დაჯილდოვდა: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ორდენებით.

1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარა. 2001 წელს თბილისის ჭადრაკის სასახლეს მისი სახელი მიენიჭა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.