სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ნონა გაფრინდაშვილი 75 - დედოფალი

თარიღი: 2016 მაისი 03


მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი

ეს წერილი თხუთმეტი წლის წინ დაიწერა. 2001 წლის მაისში საქართველომ ნონა გაფრინდაშვილის 60 წლის იუბილე იზეიმა.
დღეს, 2016 წლის 3 მაისს ჩვენ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალის 75 წლის იუბილეს აღვნიშნავთ - ნონა გაფრინდაშვილი 75 წლისაა!
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ თარიღს 15 წელიწადი აშორებს, ამ მართლა ლამაზ წერილს მნიშვნელობა ოდნავადაც არ დაუკარგავს. ამიტომაც გთავაზობთ.

ნონა გაფრინდაშვილი 75 - დედოფალი

საერთოდ, დედოფლად ყოფნა ძნელია.

გარშემო იმდენი რამ იცვლება, დრო ისე გარბის, რომ ხშირად ადამიანი ვერც კი ასწრებს ყველაფრის შეთვისებას, გააზრებას, ამოცნობას.

დედოფლებისთვის ეს განსაკუთრებით ძნელია, რადგან მათ ასჯერ მეტის გააზრება უხდებათ.

დღეს ნონა გაფრინდაშვილის საიუბილიო საღამოა ოპერის თეატრში. ნონა გაფრინდაშვილი ქართული სპორტის დედოფალია. ის დედოფლად რჩება დღესაც, თუმცა, კარგა ხანია, აღარ უბრძოლია უმაღლესი სპორტული ტიტულისთვის. და საერთოდ, ჭადრაკი მხოლოდ სპორტი არ არის. ჭადრაკი ცხოვრების და აზროვნების წესია, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული დედამიწაზე.

ჭადრაკი ხომ ერთდროულად პოეზიაცაა და მათემატიკაც, ომიც და ფერწერაც, გამოცანაც და ანეკდოტიც. და ჩვენ ყოველივე ამის დედოფალი გვყავს.

სიმართლე ვთქვა და, ჭადრაკთან შორიახლოს მდგომი კაცი ვარ. ჩემი ცოდნა ამ დიდ საქმეში რამდენიმე გენიალური პარტიის გარჩევა-გათამაშებით შემოიფარგლება. ჭადრაკის სიდიადეც სწორედ ამ პარტიებმა ამომაცნობინა, ვთქვათ, მორფისა და კონსულტანტების პარტიამ, გრანდ ოპერას ლოჟაში, როცა სცენზე „ფიგაროს" მღეროდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მთავარი ჭადრაკი კი არა, ჭადრაკის მოთამაშე ადამიანის ფიქრი, მისი გონებაა.

ნონა გაფრინდაშვილის გონება ჩვენს წინაშეა. ის ისეთივე დიდი მთხრობელია, როგორიც მოჭადრაკე. მისი ანალიტიკური გონება, მის მიერ აღქმული ცხოვრება, მისი საოცარი, ჩვენს დროში ასე იშვიათი და ჯანსაღი აზარტი და სისადავე ისეთივე განუმეორებელია, როგორც მისი კარიერა.

სპორტი ერთი ხილული და ყველაზე პოპულარული მხარეა ამ რთული გონებისა.

ჭადრაკის დედოფლობაც ერთი მხარეა. ნონა გაფრინდაშვილი ნამდვილი დედოფალი იქნებოდა ყველაფერში, სხვა დროს და სხვა ვითარებაში, სხვა გატაცებების, სხვა ინტერესების არსებობის შემთხვევაში. მისი დაუჯერებლად ტევადი, მოქნილი გონება არათუ სპორტს, არამედ ბევრად მძიმე ჭაპანსაც გასწევდა. შინაგანი ძალა საჭადრაკო დედოფალისა ნამდვილად გვიბიძგებს ამისკენ.

ნონა გაფრინდაშვილი უცნაური და მოულოდნელი ფიგურაა ჩვენს ისტორიაში, რომელშიაც ქალებს მხოლოდ დედოფლობით აღიარებენ. ანუ, ქალი მაშინ იპყრობს ჩვენს ყოფას, როცა ის დედოფალია. მისი ძალა, უნარი და ნიჭიც ამ დროს ფასდება. ეს ყველაფერი კვლავ ჭადრაკის დაფისკენ მიგვითითებს, სადაც ლაზიერი-დედოფალი წარმოუდგენელ უნარს ასხივებს - მცველიცაა, შემტევიც, ბატონ-პატრონიც, სარდალიცა და რიგითი მებრძოლიც.

ჩვენ დედოფალი გვყავს.

გიო ახვლედიანი
გაზეთი „სარბიელი"; 12 მაისი, 2001

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.