სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშირისო დღე აღინიშნა

თარიღი: 2016 ივლისი 20



საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 20 ივლისს ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლეგენდარულმა ჩემპიონებმა, ყოფილმა მოჭადრაკეები, სპორტისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა, ინტელექტ კლუბის  ‘რა? სად? როდის?' წევრებმა, ჭადრაკის მოყვარულებმა და ჟურნალისტებმა.

ვერის ბაღში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ფესტივალს შეურთდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობა გაუწიეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.




ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლესთან მოწყობილ საჭადრაკო დაფებზე საჩვენებელ და ერთდროული თამაშის სეანსებში მონაწილეობა მიიღეს - ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ხომერიკმა, ჭადრაკის თამაში ასევე შეეძლო ყველა მსურველს.

საჩვენებილი შეხვედრა გაიმართა მოჭადრაკეებს, კლუბის "რა სად როდის" წევრებსა და მოჭიდავეებს - ოლიმპიურ ჩემპიონ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მანუჩარ კვირკველიასა და მსოფლიოს ჩემპიონ რამაზ ნოზაძის მონაწილეობით.



საქართველოში ჭადრაკის საერთაშორისო დღე უკვე 5 წელია აღინიშნება. 20 ივლისს ასევე აქტიურად ზეიმობენ მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაცია - „ფიდეს"  წევრ 187 ქვეყანაში.

ჭადრაკის საერთაშორისო დღე 20 ივლისი პირველად 1924 წელს პარიზში აღნიშნეს, როდესაც მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაცია (FIDE) ოფიციალურად დაარსდა.





სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.