სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: ტარიელ ხეჩიკაშვილი ნაკრების წევრებს შეხვდა

თარიღი: 2016 აგვისტო 30


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს შეხვდა.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდები 1-14 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. ქალთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. გუნდის მთავარი მწვრთნელია ელიზბარ უბილავა, კაპიტანი კი დავით ჯოჯუა.

ვაჟთა ნაკრები: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანია ზურაბ სტურუა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის გარდა მოჭადრაკეებს ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი, არაერთი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა იოსელიანი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე შეხვდნენ.

ცნობისათვის: საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ოთხგზის ჩემპიონია: 1992, 1994, 1996 და 2008 წლებში.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.