სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საჭადრაკო კლუბ ნონას მე-2 ადგილი ევროპის საკლუბო პირველობაზე

თარიღი: 2016 ნოემბერი 14


მეორე საპრიზო ადგილზე  გავიდა ბათუმის საჭადრაკო კლუბი ‘ნონა' სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში დასრულებულ ევროპის საკლუბო პირველობაზე!

კონტინენტის ჩემპიონატზე   საქართველოს სახელით ბოლო 2 წლის  ევროპის საკლუბო  ტურნირების გამარჯვებული ბათუმის ‘ნონა' შემდეგი შემადგენლობით : მონაწილეობდა: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, მირანდა მიქაძე.

პირველი ადგილი ქალთა შორის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა მონაკოს ‘Cercle d'echecs Monte-Carlo' დაიკავა (შემადგენლობა: მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი, მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი (ორივე უკრაინა), პია კრამლინგი (შვედეთი), ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი). 

გამარჯვებულმა  გუნდმა ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული 7-დან 14 ქულით.

ბათუმურმა კლუბმა 7-დან 11 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გასუწრო  მესამე ადგილზე გასულ  რუსულ კლუბ ‘UGRA Chess Club'-ს

აღსანიშნავია, პირად  ჩათვლაში მეოთხე დაფაზე მოასპარეზე სალომე მელიას წარმატება. მან, 6-დან 4,5 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ვაჟთა შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონის ტიტული  7-დან 12 ქულით მაკედონიურმა ‘Alkaloid' - მა მოიპოვა შემდეგი შემადგენლობით: დინგ ლირენი (ჩინეთი),დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი),პაველ ელიანოვი (უკრაინა), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი), იუ აინგი (ჩინეთი)' კრივორუჩკო იური (უკრაინა), ტრაჟკო ნედევი, ფილიპ პანჩევსკი (ორივე მაკედონია). 

მეორე ადგილზე 11 ქულით რუსეთის წარმომადგენელი ‘Mednyi  Vsadnik'  გავიდა, ხოლო მესამეზე ასევე რუსული კლუბი ‘SHSM Legacy Square Moscow'.

სულ, ასპარეზობაში მონაწილეობდა ქალთა 14  და ვაჟთა 63 საკლუბო გუნდი. ტურნირი  შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და რიგით 32-ე გახლდათ ვაჟთა შორის, ხოლო ქალებში  შორის 21-ედ გაიმართა.

ტექნიკური შედეგები

ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ფოტოგალერეა

WWW.GCF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.