სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

წარმატება ხანტი-მანსიისკში

თარიღი: 2016 დეკემბერი 02

დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ხანტი-მანსიისკში დასრულებულ მსოფლიოს საჭადრაკო ქალთა გრან პრის დასკვნით ეტაპზე! ნინო, პრაქტიკულად მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა  და მხოლოდ ფინიშზე  წაიფორხილა. საბოლოოდ, 11-დან 6,5 ქულა დააგროვა და მსოფლიოს უძლიერეს ქალებთან პაექრობაში მეორე ადგილზე გავიდა. აქამდე ბათუმელი დიდოსტატის საუკეთესო შედეგი გრან პრის ჩათვლაში, მშობლიურ ქალაქში  გამართული სერიის  ერთ-ერთ ეტაპზე აღებული მესამე ადგილი იყო. პირადი შედეგის გაუმჯობესება აშკარად მეტყველებს ქართველი მოჭადრაკის პროფესიონალურ ზრდაზე.

გრან პრის ფინალურ ეტაპზე პირველობა 11-დან 7,5 ქულით მსოფლიოსაჭადრაკო რეიტინგ-სიის მეორე ნომერმა, ჩინეთის ნაკრებისწევრმა ცზიუ ვენზიუნმა დაისაკუთრა.აღსანიშნავია,რომ სწორედ ვენზიუნი გახდა საერთო ჟამში ქალთა გრან პრის გამარჯვებული და 2017 წლის მიწურულს მსოფლიოს ჩემპიონობისათვის,  2017 წლის თებერვალში თეირანში დაგეგმილ მსოფლიო პირველობის ციკლის ნოკაუტ-სისტემაში გამარჯვებულს შეებრძოლება.

ტურნირის დანარჩენმა ქართველმა მონაწილეებმა: ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა  ცუდად დაიწყეს ტურნირი,მაგრამ შემდეგ ძალები მოიკრიბეს და ქულებიც დააგროვეს.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი  -ცზიუ ვენზიუნი (ჩინეთი;2580) 7,5 ქულა;

II ადგილი - ნინო ბაციაშვილი (საქართველო;2489) - 6,5 ქულა;

III ადგილი - ვალენტინა გუნინა (რუსეთი; 2525) - 6 ქულა;

IV ადგილი - ხადემალშარეხ სარასადატ  (ირანი; 2435) -6 ქულა;

V ადგილი - ხარიკა დრონოვალი (ინდოეთი; 2543) - 6 ქულა;

VI ადგილი - ოლგა გირია (რუსეთი;2450) - 6 ქულა;

VII ადგილი - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2555) - 6 ქულა;

VIII ადგილი - ნატალია ჟუკოვა (უკრიანა;2448) -5,5 ქულა;

IX ადგილი - ბელა ხოტენაშვილი (საქართველო;2426) - 5 ქულა;

X ადგილი - ნატალია პოგონინა (რუსეთი;2492)- 4,5 ქულა;

XI ადგილი - ლელა ჯავახიშვილი (საქართველო;2461) - 4,5 ქულა;

XII ადგილი - ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი;2455) - 2,5 ქულა.

gcf.org.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.