სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონია!

თარიღი: 2017 აპრილი 24


დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ევროპის ინდივიდუალური პირველობის გამარჯვებულია! ძაგნიძე პირველი ქართველი ქალია, რომელმაც კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული მოიგო.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა. ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით - 11 ტური - გაიმართა, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის რვა ქართველი. ნანა ძაგნიძემ ექვსი პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა, 8,5 ქულა დააგროვა და უძლიერესის ტიტული მოიპოვა! მეორე ადგილზე რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა გავიდა, მესამეზე კი მისი თანამემამულე ალისა გალიამოვა.

ქალთა ევროპის პირველობა პირველად 2000 წელს ბათუმში გაიმართა. ქართველმა მოჭადრაკეებმა აქამდე ოქროს მედლის მოგება ვერ შეძლეს: სალომე მელია (2013 წელი) და ნინო ბაციაშვილი (2015) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) კი ბრინჯაოს.

ბელა ხოტენაშვილი 7,5 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა, სხვა ქართველი მოჭადრაკეების შედეგი კი ასეთია: ლელა ჯავახიშვილი - 18 (7 ქულა), მერი არაბიძე - 29 (6,5), სალომე მელია - 40 (6,5), სოფიო გვეტაძე - 43 (6,5), ნინო ბაციაშვილი - 49 (6), ნინო ხომერიკი - 73 (5,5). საქართველოს ჩემპიონმა ბელა ხოტენაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივნისი 13
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს ბაადურ ჯობავას უმასპინძლა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივნისი 12
მინსკში დასრულებულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე, ბაადურ  ჯობავამ შეუძლებელი შესძლო! ცუდი სტარტის შემდეგ 7 პარტია მოიგო ზედიზედ და პირველობა გაინაწილა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 მაისი 13
ევროპის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩი  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართა.ღონისძება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 მაისი 01
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 თებერვალი 20
დღეს გაიმართება მეოთხედფინალური მატჩის პირველი პარტია  და ნანას მეტოქე ინდოელი ხარიკა დრონოვალი იქნება.