სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე კომპიუტერის წინააღმდეგ

თარიღი: 2017 მაისი 13



ევროპის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩი  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართა.ღონისძება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"დღეს მნიშვნელოვანი და ამავდროულად,ძალიან საინტერესო ამბის მომსწრენი  ვართ.ქართული სპორტის ისტორიაში პირველად მოჭადრაკე კომპიუტერის წინააღმდეგ თამაშობს .მსურს მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების მესვეურებს,ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს,ქალბატონ ნანას,უნივესიტეტის ხელმძღვანელობას და ყველას,ვინც ზრუნავს მომავალი თაობის განათლებასა და წინსვლაზე."- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ღონისძიებაზე   პროექტი "ითამაშე ჭადრაკის" პრეზენტაცია შედგა.რომელიც მიზნად ისახავს  სკოლებში,მოზარდებში ჭადრაკის პოპულარიზაციას . უნივერსიტეტი BTU და HP გახდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორები და ერთობლივად უზრუნველყოფენ ეროვნული ნაკრების მომზადებას საჭირო ტექნოლოგიებით.

ღონისძებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეთამაშათ ჭადრაკი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრების წევრებთან.

 softline da ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა  ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

ღონისძიებას  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი , საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი, მოქმედი ვეტერანი და დამწყები მოჭადრაკეები,საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ჭადრაკის მოყვარულები ესწრებოდნენ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.