სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

შეუძლებელი შესძლო!

თარიღი: 2017 ივნისი 12

მინსკში დასრულებულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე, ბაადურ  ჯობავამ შეუძლებელი შესძლო! ცუდი სტარტის შემდეგ 7 პარტია მოიგო ზედიზედ და პირველობა გაინაწილა!

დასკვნით ტურში ქართველმა დიდოსტატმა პონციანის დებიუტი აირჩია თეთრი ფერის ფიგურებით მაქსიმ მატლაკოვის (რუსეთი) წინააღმდეგ. ჯობავამ, შუათამაშში მეტოქე ოსტატურად გადაითამაშა და მოგებული პოზიცია მიიღო. სამწუხაროდ, მე-40 სვლაზე დაშვებული უზუსტობით ფრედ დაასრულა შეხვედრა და  დამსახურებული ჩემპიონობა დააკარგა. საბოლოოდ, ქართული ჭადრაკის ლიდერმა 8,5 ქულით I-III ადგილები გაინაწილა:მაქსიმ მატლაკოვთან და ვლადიმირ ფედოსეევთან (რუსეთი) ერთად და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ჯობავა უკვე სამჯერ იყო ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი: ვერცხლი - 2010წ.; ბრინჯაო -2009;2016წ.

ჩემპიონატზე ძირითადი საპრიზო ფონდის გარდა  დაწესებული  იყო  ფულადი პრიზები სხვადასხვა  კატეგორიებში, 50+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ სტურუამ და მთავარი პრიზიც დაისაკუთრა.სულ, ევროპირველობის  საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენდა,I  ადგილი- 20 000, II ადგილი - -15 000, III ადგილი - 10 000...XX ადგილი - 1000.

დასკვნითი, მე-11 ტურის შედეგები:

ჯობავა ½ : ½  მაქსიმ მატლაკოვი(რუსეთი;2714)
სტურუა ½ : ½   კონსტანტინ ლუპულესკუ (რუმინეთი;2631)
ელტაჟ საფარლი (თურქეთი;2668) ½ : ½   გელაშვილი
პაიჭაძე ½ : ½   ვადიმ ზვიაგინცევი(რუსეთი;2661)
მჭედლიშვილი ½ : ½   ანდრეი ესიპენკო (რუსეთი;2509)
ალი მარანდი(თურქეთი;2479) ½ : ½   ჯოჯუა
ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი;2470) - ფანცულაია
სანიკიძე 1 : 0არტურ დავთიანი (სომხეთი;2216)
არაბიძე ½ : ½  ნიკოლას თეოდორუ(საბერძნეთი;2495)
თუთისანი 1 : 0 დიმიტრიოს ბალოკასი (საბერძნეთი;2219)

ქართველი მოჭადრაკეების საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

2.ბაადურ ჯობავა  (2713) - 8,5 ქულა (რეიტინგის ცვლილება:+6,6);
68.ზურაბ სტურუა(2555) - 7  ქულა (-7,3);
71. ლუკა პაიჭაძე  (2568) - 6,5 ქულა (+13,4)
73.დავით ჯოჯუა (2581) - 6,5 ქულა (+8,8)
80.თამაზ გელაშვილი (2563) - 6,5 ქულა (+5,3);
89.მჭედლიშვილი  (2605)  - 6,5 ქულა (-3,2);
103. თორიკე სანიკიძე (2518) - 6,5 ქულა (+5,6);
130.ლევან ფანცულაია (2594) - 6 ქულა (-8,9);
251.მერი არაბიძე     (2374)    - 5,5 ქულა (+9,5);
266. ნოე თუთისანი (2347) -  45 ქულა (+27,4).

gcf.org.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივლისი 20
20 ივლისს, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საახლეში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე აღინიშნა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივნისი 27
წარმატებით დაასრულა საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობა: ქართველმა ქალებმა 9 მატჩში 12 ქულა დააგროვეს და III-V ადგილები გაინაწილეს ინდოეთსა და უკრაინასთან ერთად, თუმცა, საერთო სამატჩო ქულების ჯამით ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივნისი 13
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს ბაადურ ჯობავას უმასპინძლა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 მაისი 13
ევროპის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩი  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართა.ღონისძება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 მაისი 01
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.