სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

თარიღი: 2017 ივნისი 27


წარმატებით დაასრულა საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობა: ქართველმა ქალებმა 9 მატჩში 12 ქულა დააგროვეს და III-V ადგილები გაინაწილეს ინდოეთსა და უკრაინასთან ერთად, თუმცა, საერთო სამატჩო ქულების ჯამით ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს!

I ადგილზე 16 ქულით მასპინძელთა ნაკრები - რუსეთის ქალთა გუნდი გავიდა, ხოლო, II ადგილზე - 13 ქულით ჩინეთის ნაკრები.

დასკვნით, IX ტურში ჩვენმა ქალებმა აშშ-ს ნაკრები დაამარცხეს 3:1. გუნდს გამარჯვების ქულა სალომე მელიამ და ნინო ბაციაშვილმა მოუტანეს, ხოლო ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა ფრედ დაასრულეს შეხვედრები. ამავე ტურში რუსეთმა იგივე ანგარიშით ჩვენი უახლოესი კონკურენტი უკრაინა დაამარცხა. ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვა ჩინეთმა ეგვიპტესთან  და ინდოეთმა აზერბაიჯანთან. ხოლო პოლონეთმა 2,5:1,5 მოიგო ვიეტნამთან.

ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:
ნანა ძაგნიძე (2533) - 3,5 ქულა (8-დან)
ლელა ჯავახიშვილი (2447) - 3 (7)
ბელა ხოტენაშვილი (2452) - 5,5 (8)
ნინო ბაციაშვილი (2469) - 5,5 (8)
სალომე მელია (2393) - 4 (5).
გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი დავით ჯოჯუაა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1.რუსეთი - 16 ქულა (25,5 საერთო სამატჩო ქულათა ჯამი)
2.ჩინეთი - 13
3.საქართველო - 12 (21,5)
...
4.ინდოეთი - 12 (20); 5.უკრაინა - 12 (19,5); 6.პოლონეთი - 9 (18,5); 7.აშშ - 6 (16,6); 8.ვიეტნამი - 5 (16); 9.აზერბაიჯანი - 5 (15,5); 10.ეგვიპტე - 0 (5).

ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მეექვსედ ჩატარდა. ჩემპიონები სხვადასხვა წლებში იყვნენ: ჩინეთი - 2007, 2009, 2011; უკრაიანა - 2013; საქართველო - 2015; რუსეთი - 2017.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივლისი 20
20 ივლისს, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საახლეში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე აღინიშნა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივნისი 13
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს ბაადურ ჯობავას უმასპინძლა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივნისი 12
მინსკში დასრულებულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე, ბაადურ  ჯობავამ შეუძლებელი შესძლო! ცუდი სტარტის შემდეგ 7 პარტია მოიგო ზედიზედ და პირველობა გაინაწილა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 მაისი 13
ევროპის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩი  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართა.ღონისძება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 მაისი 01
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.