სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქალ მოჭადრაკეთა პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე ჭადრაკის საერთაშორისო დღეზე აღინიშნა

თარიღი: 2017 ივლისი 20



20 ივლისს, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საახლეში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება 1992 წელს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში შემდეგი შემადგენლობით მოიპოვა - მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ნანა ალექსანდრია.

ჭადრაკის სასახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე სახელოვან ქართველ მოჭადრაკეებს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები გადასცეს.

ტიტულოვან მოჭადრაკეებთან შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ასევე ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი მოჭადრაკეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:„მსურს ჭადრაკის ყველა მოყვარულს მივულოცო ჭადრაკის საერთაშორისო დღე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭადრაკი ჩვენთვის ნამდვილად ეროვნული სახეობაა, ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი მოჭადრაკეების წარმატებებით, განსაკუთრებით კი საჭადრაკო ოლიმპიადებზე 90-იან წლებში მოპოვებულ გამარჯვებებს გამოვარჩევდი.

ეს მართლაც უმძიმესი წლები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ვიმკვიდრებდით დამოუკიდებლობას და ამ რთულ პერიოდში ჩვენმა მოჭადრაკე ქალებმა მართლაც ისტორიულ შედეგს მიაღწიეს, როდესაც ზედიზედ სამჯერ შეძლეს საჭადრაკო ოლიმპიადის მოგება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მივულოცავ მათ პირველი გამარჯვების 25 წლისთავს."



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 აგვისტო 21
კიდევ ერთხელ გვასახელა ქართული ჭადრაკის ლეგენდამ  ნონა გაფრინდაშვილმა! უბერებელი ჩემპიონი, ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის  პირველ ადგილზე გავიდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 აგვისტო 10
2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ დღეს ფიდე-ს მაღალჩინოსნებს, ვიცე-პრეზიდენტს ისრაელ გელფერს და გენერალურ მდივანს ჯეფრი ბორგს უმასპინძლა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივლისი 27
27 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორის" კონგრესჰოლის ფოიეში საჭადრაკო მსოფლიო თასთან დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერენცია. 
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივნისი 27
წარმატებით დაასრულა საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობა: ქართველმა ქალებმა 9 მატჩში 12 ქულა დააგროვეს და III-V ადგილები გაინაწილეს ინდოეთსა და უკრაინასთან ერთად, თუმცა, საერთო სამატჩო ქულების ჯამით ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ივნისი 13
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს ბაადურ ჯობავას უმასპინძლა.