სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

2-28 სექტემბერს თბილისში საჭადრაკო მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივლისი 27

27 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორის" კონგრესჰოლის ფოიეში საჭადრაკო მსოფლიო თასთან დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - აკაკი ლოდიამ,  თბილისის მერმა - დავით ნარმანიამ, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა და ამავდროულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და კომპანია „სოკარის" წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ.

საჭადრაკო მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად ტურნირში მონაწილეობს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - მაგნუს კარლსენი, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად ასპარეზობაში თბილისში 2 - 28 სექტემბერს ჩაერთვება.2017 წლის ფიდეს კალენდრის მთავარი ღონისძიება - საჭადრაკო მსოფლიო თასი თბილისში 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკეს მოუყრის თავს. ტურნირში სრულად მონაწილეობს ფიდეს რეიტინგ-ლისტის TOP თხუთმეტივე მოჭადრაკე.
საქართველოდან საჭადრაკო მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ:

  • ბაადურ ჯობავა
  • მიხეილ მჭედლიშვილი
  • ლევან ფანცულაია
  • ნანა ძაგნიძე

საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება „Check in Georgia Sport"-ის ფარგლებში.
საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთგვარი წინამოსამზადებელი ღონისძიებაა ქვეყანაში მსოფლიო ოლიმპიადის წინ, სადაც 190 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრებები იღებენ მონაწილეობას და რომელიც 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში გაიმართება.

ორგანიზატორები:
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
თბილისის მერია; 
2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი;
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
საჭადრაკო მსოფლიო თასის წარმდგენია კომპანია „სოკარი".

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის დასკვნითი, მეოთხე პარტიაც ყაიმით დასრულდა. თუმცა, მთელი პარტია შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე ლევონ არონიანის  დომინირებით მიმდინარეობდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 25
სასტუმრო "ბილტმორში" მოჭადრაკეთა მსოფლიო თასის გათამაშების ფინალური დაპირისპირება მიმდინარეობს, სადაც ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის მე-2 ნომერი ლევონ არონიანი (სომხეთი) და მე-11 დინ ლიჟენი (ჩინეთი) ხვდებიან.