სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბაადურ ჯობავა მერვედფინალში იასპარეზებს!

თარიღი: 2017 სექტემბერი 12


ქართველ ქომაგთა სასიხარულოდ, ეროვნული ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ დამატებით ტაი ბრეიქში დაამარცხა რუსი დიდოსტატი იან ნეპომნიაში და მერვედფინალის საგზური  მოიპოვა.თბილისელი დიდოსტატი მსოფლიოს 16 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოხვდა და პირველად იასპარეზებს მსოფლიო თასის მერვედფინალში. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი მესამე წრეში ასპარეზობა იყო. მეოთხე წრეში მისი მეტოქე  მსოფლიოს  საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეშვიდე ნომერი, აშშ-ს სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ფილიპინელი უესლი სო იქნება.

ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა!

დღევანდელი ტაი-ბრეიქის შედეგები:

ვაშიე-ლაგრავი  1,5:0,5 ლინდერმანი

მსოფლიო ჭადრაკში კარლსენის შემდეგ ყველაზე  მაღალი რეიტინგის მქონე ვაშიე-ლაგრავი მომდევნო წრეში იასპარეზებს.

კარუანა      0,5:1,5  ნაერი

კიდევ ერთი ფავორიტი,  ფაბიანო კარუანა დატოვებს ადრიანად მსოფლიო თასს. ამერიკელმა  დიდოსტატმა  რუს ევგენი ნაერთან  დაყარა ფარ-ხმალი.

არონიანი    3,5:2,5 მატლაკოვი

2005 წლის  მსოფლიო თასის გამარჯვებულმა, ლევონ არონიანმა მძიმე ბრძოლაში გამოგლიჯა მერვედფინალის საგზური ევროპის მოქმედ ჩემპიონ მაქსიმ მატლაკოვს.

გრიშუკი    2,5:1,5  ნავარა

მსოფლიო თასს  დატოვებს ჩეხი დიდოსტატი დავიდ ნავარაც.  ხოლო, რუსი დიდოსტატი ალექანდრ  გრიშუკი თასისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

დინგ ლირენი  1,5:0,5 ვიდიტი

ნეპომნიაში 0,5:1,5  ჯობავა

გირი     3:1 სეტურამანი

თავი გამოიჩინა ქართველების სიძემ ანიშ გირიმ. დღევანდელ დამატებითებში მისი მსხვერპლი  ინდოელი სეტურამანი გახდა.

ლი ჩაო 0,5:1,5   რაპორტი.

ჩინელების რისხვა რიჩარდ რაპორტი. უნგრელმა დიდოსტატმა რიჩარდ რაპორტმა 2 ჩინელი გაუშვა სახლში.

მეოთხე წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

ბუ სიანჩჟი (ჩინეთი;2714) - პიოტრ სვიდლერი (რუსეთი;2756)

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804) - ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი;2788)

ვასილი ივანჩუკი (უკრაინა;2727) - ანიშ გირი (ჰოლანდია;2777)

ლევონ არონიანი (სომხეთი;2802) - დანიილ დუბოვი (რუსეთი;2666)

უესლი სო (აშშ;2792) - ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2702)

ვლადიმირ  ფედოსეევი (რუსეთი;2731) - მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი;2695)

ევგენი ნაერი (რუსეთი;2694) - რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი; 2675)

ვანგ ჰაო (ჩინეთი;2701) - დინგ ლირენი (ჩინეთი;2771)

შეხვედრების ბადე
ფოტოგალერეა
ტექნიკური მონაცემები
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

WWW.GCF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
თბილისში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიო თასზე დამქანცველი ტაი-ბრეიქის შემდეგ შედარებით მშვიდობიანი გამოდგა მერვედფინალის პირველი სათამაშო დღე.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 04
ვაჟთა შორის მსოფლიო თასზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, პირველ ტურში პირველი სვლა ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა გეორგიუს მაკროპულოსმა გააკეთა. მსოფლიოს ჩემპიონის მაგნუს კარლსენის და ოლუვაფემ ბალოგანის (ნიგერია) პარტიაში. ჩემპიონმა იოლად მიიღო უპირატესობა მასზე თითქმის 600-მდე ნაკლები რეიტინგ-ქულის მქონე მეტოქესთან. დასაწყისშივე გაცვალა ლაზიერები და ენდშპილში დამაჯერებლად დაამარცხა მოწინააღმდეგე.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 02
დღეს ფუნიკულიორზე ჭადრაკის მსოფლიო თასის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 2-28 სექტემბერს თბილისი ჭადრაკის რიგით მე-15 მსოფლიო თასს უმასპინძლებს ვაჟთა შორის.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 აგვისტო 21
კიდევ ერთხელ გვასახელა ქართული ჭადრაკის ლეგენდამ  ნონა გაფრინდაშვილმა! უბერებელი ჩემპიონი, ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის  პირველ ადგილზე გავიდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 აგვისტო 10
2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ დღეს ფიდე-ს მაღალჩინოსნებს, ვიცე-პრეზიდენტს ისრაელ გელფერს და გენერალურ მდივანს ჯეფრი ბორგს უმასპინძლა.