სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სასტუმრო ბილტმორში მოჭადრაკეთა მსოფლიო თასის ფინალური სერია მიმდინარეობს

თარიღი: 2017 სექტემბერი 25



სასტუმრო "ბილტმორში" მოჭადრაკეთა მსოფლიო თასის გათამაშების ფინალური დაპირისპირება მიმდინარეობს, სადაც ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის მე-2 ნომერი ლევონ არონიანი (სომხეთი) და მე-11 დინ ლიჟენი (ჩინეთი) ხვდებიან.

იხილეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საიტი

პირველი და მეორე პარტიების შემდეგ ანგარიშია საყაიმოა, 1:1. მესამე და მეოთხე პარტიები 25 და 26 სექტემბერს 15:00 საათზე გაიმართება, ფინალური მატჩი 4 კლასიკური პარტიისგან შედგება და ფრედ დასრულების შემთხვევაში, ჩემპიონს ტაი-ბრეიქი გამოავლენს. საჭიროების შემთხვევაში, ტაი-ბრეიქი თბილისში, 90-იან წლების საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. დარბაზში, სადაც 1995 წლის 24 აგვისტოს,საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს.

23 სექტემბერს, ფინალური რაუნდის პირველი შეხვედრის საწყისი სვლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა. მატჩს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: ვროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს პარლამენტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

"დარწმუნებული ვარ ფინალი ძალიან საინტერესო და უშეღავათო იქნება, რადგან ძალიან საინტერესო მოჭადრაკეები გავიდნენ. ვიმედოვნებ, რომ ეს გენერალური რეპეტიცია გახდება წინაპირობა იმისა, რომ მომავალ წელს ოლიმპიადას საქართველომ მაღალ დონეზე უმასპინძლოს" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

თბილისის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვებული მოჭადრაკე 120 ათასი დოლარით დაჯილდოვდება, დამარცხებული კი 80 ათას დოლარს მიიღებს.

ფოტო: www.gcf.org
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.