სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი: თბილისის მსოფლიო თასი ლევონ არონიანმა მოიგო

თარიღი: 2017 სექტემბერი 27





თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.

ლევონ არონიანმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეორეა, მეორედ მოიგო მსოფლიო თასი. პირველად მან 2005 წელს გაიმარჯვა.

მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი - თბილისში ვაჟთა რეიტინგის მოწინავე 25-მა მოჭადრაკემ ითამაშა - 2 სექტემბერს სასტუმრო ჰუალინგში დაიწყო, ფინალურ პარტიებს კი სასტუმრო ბილტმორმა უმასპინძლა. სომეხი და ჩინელი დიდოსტატები სწორედ იმ დარბაზში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია დამტკიცდა.

მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ლევონ არონიანმა 120 ათასი დოლარი მიიღო, მისმე მეტოქემ კი 80 ათასი.

შეგახსენებთ: ფინალის საზეიმო გახსნის ცერემონიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი მონაწილეობდნენ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის დასკვნითი, მეოთხე პარტიაც ყაიმით დასრულდა. თუმცა, მთელი პარტია შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე ლევონ არონიანის  დომინირებით მიმდინარეობდა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 25
სასტუმრო "ბილტმორში" მოჭადრაკეთა მსოფლიო თასის გათამაშების ფინალური დაპირისპირება მიმდინარეობს, სადაც ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის მე-2 ნომერი ლევონ არონიანი (სომხეთი) და მე-11 დინ ლიჟენი (ჩინეთი) ხვდებიან.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
თბილისში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიო თასზე დამქანცველი ტაი-ბრეიქის შემდეგ შედარებით მშვიდობიანი გამოდგა მერვედფინალის პირველი სათამაშო დღე.