სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საჭადრაკო კლუბი ნონა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

თარიღი: 2017 ოქტომბერი 16



ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!

ქართულმა კლუბმა  7 შეხვედრიდან 11 ქულა დააგროვა და პირველობა აზერბაიჯანულ 'ოლდარ ურდუსთან' გაინაწილა. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლები ჩემპიონის ტიტული ბათუმლებმა დაისაკუთრეს. III-IV  ადგილები 10-10 ქულით: ბელორუსიის 'ბოსა ნოვა'-მ და  რუსეთის 'უგრა ჩეს კლაბ'-მა  გაინაწილეს.  

კლუბის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ: ნანა ძაგნიძე, დრონავალი ჰარიკა, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია; გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე; მწვრთნელი დავით ჯოჯუა.

ქართველი მოჭადრაკეებიდან პირად დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს: ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა - ოქროს მედლები საკუთარ დაფაზე და ბელა ხოტენაშვილმა - ბრინჯაოს მედალი.

ვაჟთა კლუბებს შორის საუკეთესო შედეგი რუსეთის 'გლობუს'-მა აჩვენა რომელიც მსოფლიოს უძიერესი მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული:კრამნიკი, მამედიაროვი, გრიშუკი, კარიაკინი, გირი, ნეპომნიაში, კორობოვი, ხისმატულინი.

სულ  ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 36 გუნდი ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ 'ნონა' ორჯერ უკვე იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - 2014 და 2015 წლებში, ხოლო 2016-ში  ვერცხლის მედალს დასჯერდა.

http://www.gcf.org.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის დასკვნითი, მეოთხე პარტიაც ყაიმით დასრულდა. თუმცა, მთელი პარტია შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე ლევონ არონიანის  დომინირებით მიმდინარეობდა.